1geo

fb you od

სომეხთა ეპარქია აგრძელებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხის დაყენებას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1IMGP1647

2014 წლის 19 თებერვალს შედგა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებით დაკავებულ სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში თამარ ჩუგოშვილი და სხვები. შეხვედრა ორგანიზებული იყო სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. შეხვედრაზე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას წარმოადგენდა იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფოსთან ურთიერთობებისა და რელიგიათშორისი თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ლევონ ისახანიანი. მან დამსწრეებს აცნობა, რომ სომეხთა ეპარქია დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას საბჭოთა პერიოდში სომეხთა ეპარქიისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების გადაწყვეტილებას და დააყენა საბჭოთა პერიოდში სომეხთა ეპარქიისთვის ჩამორთმეული ეკლესიების დაბრუნების საკითხი, ასევე ეპარქიისთვის იმ უძრავი ქონების გადაცემის საკითხი, რომელიც მის ფაქტობრივ მფლობელობაშია. სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რელიგიურ საქმეთა სააგენტოს შექმნის შესახებ, და ამ სააგენტოს ექნება წამოწეული საკითხების გადაწყვეტის კომპეტენცია. ამავე დროს აღინიშნა, რომ აღნიშნული სააგენტოს ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა გაუქმდეს 2013 წლის 29 ნოემბერს შექმნილი რელიგიურ ორგანიზაციათა გარკვეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობს სახელმწიფო მინისტრი ზაქარეიშვილი.

009 IMGP1659 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)