1geo

fb you od

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Ejmiacin

21 თებერვალს ყოველთა სომეხთა კაოლიკოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მის უწმინდესობას წარუდგინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობა, კონკრეტულად შეეხო ბოლო პერიოდში მასმედიისა და სხვადასხვა პირთა მიერ ეპარქიის მოღვაწეობაზე გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. წინამძღვარმა წმიდა მამამ მისი უწმინდესობა დაარწმუნა, რომ მიუხედავად ეპარქიის მოღვაწეობის შესახებ აჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებებისა, საქართველოს სომეხთა ეპარქია აგრძელებს თავის ჩვეულ მისიას, ხელმძღვანელობს კანონიკურად და იურიდიულად მიღებული პრინციპებით.

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა წრეებში ეპარქიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველივე ეჭვის გასაქარვებლად, საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს წარედგინა თხოვნა - დაინიშნოს კომისია, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოღვაწეობისა და არსებული პრობლემების შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად.

უწმინდესმა და უნეტარესმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ, განხორციელებული ენერგიული მოღვაწეობისათვის, შეფასებისა და კურთხევის სიტყვით მიმართა ეპარქიის წინამძღვარსა და ეპარქიის სამღვდელოებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე თავისი რჩევა-დარიგებით ეპარქიის წინამძღვარს მოუწოდა გულმოდგინედ გააგრძელოს წინამძღვრობა, საქართველოს სომეხ მორწმუნეთა ეროვნული და სულიერი ცხოვრების გასაძლიერებლად.

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა თავისი სიყვარული გამოუხატა საქართველოს ღვთისმოსავ სომეხ მოსახლეობას, ეროვნულ-საეკლესიო ცხოვრებაში ერთგული მონაწილეობისათვის.

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა განაცხადა, რომ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი განკარგულებები.

 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)