1geo

fb you od

არცახის მასწავლებლები სტუმრობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

usucichner-arcakhic

7-9აგვისტოსთბილისში სტუმრობდა სტეფანაკერტის რამოდენიმე სკოლის მასწავლებელი. მოგზაურობა თბილისის ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად ორგანიზებული იყო საქართველოს დედაქალაქში რამოდენიმეჯერ ნამყოფი სტეფანაკერტის მე-2 სკოლის სომხურ ენსა და ლიტერატურის მასწავლებლის ანაჰიტ მესროპიანის მიერ.

სტეფანაკერტიდან ჩამოსულ ორ ათეულზე მეტ მასწავლებელს საკუთარ სახლში უმასპინძლა ყოველთვის ეკლესიის გვერდით მდგომმა, მორწმუნე გევორგიანების ოჯახმა. სამი დღის განმავლობაში, არცახელმა სტუმრებმა ისიამოვნეს ქალბატონ ვიოლეტასა და ამ ოჯახის სხვა წევრების სითბოთი და სტუმართმოყვარეობით.

პედაგოგებდახვდნენ და თბილისში ყოფნის დღეების საინტერესოდ და შინაარსიანად გატარებას ხელი შეუწყვეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის სოციალური საკითხებით პასუხისმგებელმა მიქაელ ავაგიანმა და სამეურნეო და სამშენებლო - სარემონტო სამუშაოების საკითხებით დირექტორმა კარენ ერიციანმა.

პედაგოგები ტური თბილისში დაიწყო სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონიდან. შემდეგ სტუმრები გაემგზავრნენ საქართველოს ისტორიულ- კულტურულ ცენტრ ქალაქ მცხეთაში, ავიდნენ ნარიყალას ციხე-სიმაგრეში, იყვნენ სამების საკათედრო ტაძარში.

არახის მასწავლებლები მიიღო და თოჯინების უნიკალური თამაში წარმოადგინა დავთიანების თოჯინების კულტურის სახლის მფლობელმა ჟანა დავთიანმა. მინერალური წყლების აბანოთუბანმა, ძველმა თბილისმა სტუმრებს გაახსენა თბილისის დაფუძნების ისტორია და მისი დამაარსებლის ვახტანგ გორგასლის შესახებ, დაათვალიერეს თბილისის სომხური კულტურული ძეგლები, დაესწრნენ თბილისის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში წირვას.

პედაგოგები იყვნენ მთაწმინდის პარკში, აღფრთოვანებულები დარჩნენ საღამოს ქალაქის მშვენიერებით. მათი მოგზაურობა თბილისშიდასრულდა არცახელი მასწავლებლების საპატივცემულოდ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით გამართული ვახშმით.

წარუშლელი შთაბეჭდილებები, ნათელი მოგონებები და მადლიერების ღრმაგრძნობით მასწავლებლებ დაბრუნდნენ მშობლიურ არცახში.

 

DSCN3623 DSC01264

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)