1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის სკოლამდელი ჯგუფის კურსდამთავრებულები სომხურ სკოლაში ივლიან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

104

მიმდინარე წელს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფიდან საჯარო სკოლაში გადადის 16 ბავშვი. სასიხარულოა, რომ საბავშვო ბაღის 16 კურსდამთავრებულთაგან 10 განათლებას მიიღებს სომხურ სკოლაში.

19 ივნისს საბავშვო ბაღის შვიდი პატარა, საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის საგანმანათლებლო ნაწილის პასუხისმგებლისა და წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის გამგის ევგენია მარკოსიანის, ცენტრის კოორდინატორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის ლევონ ჩიდილიანის, საბავშვო ბაღის სულიერი ინსპექტორი გევორგ ანტონიანის, ტექნიკური ნაწილის პასუხისმგებლი ვალერი ბადალიანის ხელმძღვანელობითა და მშობლების თანხლებით მივიდნენ 104-ე სკოლაში, სადაც შვიდი ბავშვის მშობელმა აღნიშნულ ბავშვების სკოლაში მიღების განცხადებები წარადგინეს და ჩააბარეს დოკუმენტები.

"ჰაიარტუნ“ ცენტრის წარგზავნილებს და მომავალ პირველკლასელებს დახვდნენ და მიიღეს სკოლის დირექტორმა ირინა ჟამკოჩიანმა და სასწავლო ნაწილის გამგემ.

 მომავალმა მოსწავლეებმა ასევე გაიცნეს მათი მომავალი პედაგოგი - ქალბატონი სილვა კალოიანი. პატარებმა დიდი ენთუზიაზმით აჩვენეს მშობლიურ ენაში მათი ცოდნა, რითაც კმაყოფილნი დარჩა სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგიური კოლექტივი.

 2013-2014 სასწავლო წელს 104-ე საჯარო სკოლაში ისწავლიან წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები:

 

  1. ელინა აფიანი

  2. რომან ჰამბარცუმიანი

  3. მანანა ჰარუთიუნიანი

  4. ირენ მანოიანი

  5. ჯულიანნა სააკიანი

  6. მართა ზეინალიანი

  7. ანუშ არუშანიანი

ლადიმერ ღაზარიანი და ერიკ თათეოზიანი ივლიან 132-ე საჯარო სკოლაში, დავით ქოჩარიანი კი- 103-ე საჯარო სკოლაში.

წარმატებას ვუსურვებ მომავალ პირველკლასელებს.

IMGP5774    IMGP5791