საქართველოს სომეხთა ეპარქიაში საზეიმოდ აღინიშნა მთარგმნელთა დღე |
20 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიამ ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში აღნიშნა სომეხთა ეკლესიის კალენდრით განსაზღვრული მთარგმნელთა დღე - წმინდა საჰაკ პართევისა და წმინდა მესროპ მაშტოცის ხსოვნის დღე. სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სომხური ენის სწავლების წმინდა გრიგორ ნარეკაცის და წმინდა ეღია წინასწარმეტყველი საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით აღევლინა სადღესასწაულო წირვა. წირვა აღავლინა წმინდა ეჯმიაწინ ეკლესიის მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, მან იქადაგა საჰაკ პართევსა და მესროპ მაშტოცზე, როგორც სომხური დამწერლობისა და საეკლესიო ლიტერატურის ფუძემდებლებზე. წირვის დასასრულს წინამძღვარმა მორწმუნეებს მიულოცა სომხური ეკლესიის ეს ლამაზი დღესასწაული - მთარგმნელთა დღე. ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ისაუბრა დიასპორაში სომხური ენის შენარჩუნებასა და თაობების სომხური სულისკვეთებით აღზრდის შესახებ, მაღალი შეფასება მისცა საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის წმინდა გრიგორ ნარეკაცის სახელობისა და წმინდა ეღია წინასწარმეტყველი საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის საგანმანათლებლო განყოფილების პასუხისმგებელმა ევგენია მარკოსიანმა სომხურით ცხოვრების, სომხურ ეკლესიასთან ახლოს ყოფნის მოწოდებით აღნიშნული სკოლების მეორე კლასდამთავრებულებს გადასცა სკოლის დამთავრების მოწმობები. კურსდამთავრებულე |