საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენელთა მომლოცველობა ლორის შუა საუკუნეების სომხურ მონასტრებში |
2013 წლის 15 ივნისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ორგანიზებით შედგა მომლოცველობა სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონში მდებარე შუა საუკუნეების სომხურ მონასტრებში. დილით ადრე წმინდა ეჯმიაწინ ეკლესიაში მომლოცველებს დახვდა, მათთან ერთად ლოცვა აღავლინა და კურთხევის სიტყვით მიმართა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. დაახლოებით შვიდ ათეულ სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების მომლოცველებს თან ახლდნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერი მართველი დიაკვანი გევორგ ანტონიანი, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მრჩეველი ლევონ ისახანიანი და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ტექნიკური განყოფილების პასუხისმგებელი ვალერი ბადალიანი. მომლოცველები ეწვივნენ ახტალის X საუკუნეში აგებულ "სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიას, ჰაღპატავანქისა (X საუკუნე) და სანაჰინის (X საუკუნე) ტაძრებს, რომლებიც იმყოფება იუნესკოს დაცვის ქვეშ, ასევე ოძუნის (პირველადი ნაგებობა ეკუთვნის VI საუკუნეს, ამჟამინდელი ეკლესია VIII საუკუნის ნაგებობაა) მონასტერს. ახტალის მონასტერში მომლოცველებს დახვდნენ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მამა ვიგენ გაზარიანი და ახტალის მერი ჰაიკ ხაჩიკიანი. მამა ვიგენმა მომლოცველებს გადასცა სომხეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის გუგარქის ეპარქიის წინამძღვრის არქიეპისკოპოს სეპუჰ ჩულჯიანის კურთხევა, დალოცა ისინი და მათთან ერთად ლოცვა აღავლინა, რის შემდეგეაც ისაუბრა ეკლესიის ისტორიის შესახებ, ასევე ახსნა ეკლესიის კედლების ფრესკების მნიშვნელობა. თბილი მიღების შემდეგ მომლოცველები ბატონი ხაჩიკიანის თანხლებით გაემგზავრნენ ჰაღპატავანქში, სადაც მათ დახვდა ტაძრის სულიერი მოძღვარი მღდელმონაზონი ასპეტ ბალიანი, რომელმაც მომლოცველებთან ერთად ლოცვა აღავლინა, შემდეგ წარადგინა ტაძრის მდიდარი ისტორია და მისი, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის, მნიშვნელობა. მან ასევე წარმოადგინა იშვიათი ხაჩქარი ამენაფრკიჩი, რომელიც ინახება ტაძარში. ჰაღპატავანქის ჩრდილშიც მომლოცველებმა დაისვენეს და ისადილეს. მომლოცველობა გაგრძელდა ტაძარში სანაჰინ, რომელიც ჰაღპატავანქის საეკლესიო კომპლექსთან ერთად 1996 წლიდან იმყოფება იუნესკოს დაცვის ქვეშ. სანაჰინში არის მინიატურისტთა და ფერმწერთა ცნობილი სკოლა, რომელსაც წიგნებისა და ხელნაწერების დიდი საცავი ჰქონდა. სანაჰინის შემდეგ მომლოცველები მიემართნენ ოძუნის სურბ ასტვაწაწინ ეკლესიისკენ, სადაც გაეცნენ ტაძრის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და არქიტექტურას, ასევე ტაძრის ეზოში დამდგარ ხაჩქარებს. მომლოცველებს ასევე ჰქონდათ თბილი და მეგობრული ურთიერთობა სოფელ ოძუნის მაცხოვრებლებთან. ნათელი და წარუშლელი შთაბეჭდილებებით, სულიერად გამდიდრებული და რწმენით აღსავსე მომლოცველები დაბრუნდნენ თბილისში.
|