1geo

fb you od

გრძელდება საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის რეგიონებში სტუმრობის ტრადიცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

SH

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ტრადიციადაა ქცეული სომხური მოსახლეობით დასახლებულ რაიონებში სტუმრობისა და ადგილობრივ ეკლესიებში რელიგიური და კულტურული ღონისძიებების ჩატარების ინიციატივა. ამჯერად მასპინძელი იყო მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანი.

15 ივნისს მომლოცველობით თბილისიდან შაუმიანში ჩაბრძანდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მას ახლდა „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები. სტუმრებს დახვდა ადგილობრივი საჯარო სკოლის დირექტორი არტიუშ ურუმიანი, მარნეულის რაიონის საკრებულოში სოფელ შაუმიანიდან არჩეული ედიკ გასპარიანი და სხვები.

დილი შაუმიანის მე -19 საუკუნის პირველ ნახევარში აშენებულ "სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში ჩატარდა საღმრთო ლიტურგია - მარნეულის რაიონის სომხური თემების სულიერი მოძღვრის მღვდელ მოვსეს აშურიანის მიერ.

ღვთისმსახურების დასასრულს იქადაგა ეპარქიის წინამძღვარმა. მან დამსწრეებს მოუწოდა თემში ქრისტიანული და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების კვლავაც გააგრძელება. წინამძღვარმა აღნიშნა, რომ 15 ივნისს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა გრიგორ განმანათლებლის წმინდა ნაწილების აღმოჩენის დღესასწაულს. ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა განმარტა, რომ მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში ინახება სომეხთა ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდე - გრიგორ განმანათლებლის წმინდა მარჯვენა, რითაც იკურთხება წმინდა მირონი. ყველა სომხური ეკლესიის მსგავსად აქაც დღესასწაული აღინიშნა წმინდა წირვით.

საეკლესი ცერემონიის შემდეგ ეკლესიის ეზოში შედგა კულტურული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრი "ანი"ცეკვის ანსამბლმა (ქორეოგრაფი, ანელინა ნაზარიან-ქოჩიანი) და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. კონცერტის წამყვანი ოყო ცენტრის დირექტორი და კულტურის განყოფილების გამგე ლევონ ჩიდილიანი. საზეიმო ატმოსფერო გავრცელდა მთელ თემში, რისთვისაც თბილისიდან ჩასულ სტუმრებს სოფლის საზოგადოების სახელით მადლობა მოახსენა ადგილობრივი სკოლის დირექტორმა არტიუშ ურუმიანმა.

დღესასწაულის დასასრულს თბილისიდან ჩასული სტუმრებმა ეწვივნენ სოფლის სკოლას. მიუხედავად მცხუნვარე მზისა და ცხელი ამინდისა, მომლოცველობამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა როგორც სოფლის მოსახლეობაზე, ასევე თბილისიდან ჩასულ სტუმრებზე.

IMGP5553 IMGP5570 IMGP5529