1geo

fb you od

საზეიმო ცერემონია, მიძღვნილი სოფელ კარმირის „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოს კურთხევის dRes PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

kg

8 ივნისს ხალხმრავლობა იყო მარნეულის რაიონის სოფელ კარმირის „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოს ეზოში. სამლოცველოს კურთხევიდან ერთი წელი გავიდა. ამ დღეს მომლოცველებით თბილისიდან სოფელ კარმირში ჩამობრძანდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი,

მას ახლდა „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები.

დილით წმინდა წირვა ჩატარდა მარნეულის რაიონის სომეხი მოსახლეობის სულიერი მოძღვარის მღვდელ მოვსეს აშურიანის მიერ.

წირვის დასასრულს ქადაგა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მან გაამხნევა ახალადდაფუძნებული სიმღერის გუნდის ბავშვები და საზოგადოების წევრებწახალისა, რომ გააგრძელონ ქრისტიანული ტრადიციები განმტკიცება და შენარჩუნება.

საეკლესი ცერემონიის შემდეგ სოფლის სკოლის ეზოში კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ცენტრის ცეკვის ანსამბლი „ჯეირანი“ (ხელმძღვანელი - სვეტლანა ერიციანი) და ინდივიდუალური შემსრულებლები. ღონისძიების წამყვანი გახლდათ ცენტრის დირექტორი და კულტურის განყოფილების პასუხისმგებელი ლევონ ჩიდილიანი. სოფლის საზოგადოების სახელით თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს მადლიერების სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ჰამაიაკ საიადიანმა.

მომლოცველა თავის შინაარსით საინტერესო იყო ასევე „ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არც ისე ხშირად აქვთ სოფელში ყოფნისა და მშობლიურ უმანკო ბუნებასთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

IMGP4666 IMGP4923 IMGP5060