1geo

fb you od

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ბავშვთა გუნდმა "აღბიურ“ მონაწილეობა მიიღო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
პარასკევი, 31 მაისი 2013 20:00

b-1

2013 წლის 1 ივნისს ქალაქ ბათუმის .ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ კოლეჯში შედგა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი კონცერტი, რომელიც ორგანიზებული იყო ევანგელურ და სომხურ სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიების ძალისხმევით.

კონცერტში მონაწილეობდნენ ავსტრიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ინდოეთიდან ჩამოსული მუსიკოსები, მუსიკალური ჯგუფები, თბილისის ევანგელური ეკლესიის მგალობელთა გუნდი, ასევე ბათუმის სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ბავშვთა გუნდი "აღბიურ“.

კონცერტს ესწრებოდნენ ბათუმის სომხური „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი, აჭარის პარლამენტის დეპუტატები, ევანგელური ეკლესიის სულიერი მოძღვრები, თბილისიდან ჩამოსული სტუმრები.  კონცერტს პირდაპირ ეთერში აშუქებდა "აჭარის" ადგილობრივი ტელევიზია.