1geo

fb you od

ახალგაზრდებმა კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაატარეს ხოჯივანქის პანთეონში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

11717 360722237377928 909264871 n

13 აპრილს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის ინიციატივით, კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

30568 360722420711243 139072586 n

დილიდან საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორის - ლევონ ჩიდილიანის ხელმძღვანელობით და ცენტრის თანამშრომლების ვალერი ბადალიანისა და დიაკვან გევორგ ანტონიანის მონაწილეობით დაახლოებით ორმოცდაათმა ახალგაზრდა გოგონამ და ბიჭმა დაასუფთავა და კეთილმოაწყო ხოჯივანქის პანთეონის ტერიტორია, ხეებს მოშორდა გამხმარი ტოტები, გაფხვიერდა მიწა - მომზადდა ყვავილების დასარგავად.

შაბათობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა მოხალისეებმაც.

"ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალგაზრდული ფრთის წინადადებით, გადაწყდა მსგავსი შაბათობების პერიოდულად ჩატარება.