1geo

fb you od

პარუირ მურადიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

256296 299328270183992 991258807 o

8 დეკემბერს, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა ცნობილი ისტორიკოსის, მეცნიერის, ქართველოლოგის პარუირ მურადიანის ხსოვნის საღამო. დიდი მეცნიერი ისტორიულ ყველა საკითხს უდგებოდა ორი მეზობელი ხალხის   ერთიანობისა და ურთიერთპატივისცემის იდეებიდან გამომდინარე და  მიაჩნდა, რომ ნებისმიერ საკითხს აქვს ისტორიულ-მეცნიერული ახსნა და იგი არასდროს ეფუძნებოდა გრძნობებს.

257569 299328240183995 934268120 o

ხსოვნის საღამო   ორგანიზებული იყო სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრისა და საქართველოს სომეხი ინეტლიგენციის კავშირის მიერ, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი  ვან ბაიბურთიანი, მწერალ-თარჯიმანი გივი შაჰნაზარი, საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველი ლევონ თორგომიანი, ინტელიგენციისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. საღამოზე დასასწრებად ერევნიდან ჩამოვიდნენ მისი ვაჟი - კარენ მურადიანი და ქვრივი, რომელიც, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ დაესწრო ღონისძიებას.

ღონისძიების დაწყებამდე ნაჩვენები იქნა სხვადასხვა თემებზე, სხვადასხვა დროს ცნობილი მეცნიერის  მიცემული ინტერვიუები, რომლებმაც დამსწრეთათვის გასაგები გახადეს მეცნიერის მსოფმხედველობა, იდეოლოგიური ინტერპრეტაციები და შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე.   მეცნიერის დიდი წვლილის შესახებ ისაუბრა ისტორიკოსმა ენოქ თადევოსიანმა, მან გაიხსენა ზაზა ალექსიძის სიტყვები იმის შესახებ, რომ პარუირ მურადიანის ნათქვამში ყოველთვის ჯღერს ჭეშმარიტების ხმა.

მამის ხსოვნის პატივისცემისათვის დამსწრეებს მადლობა გადაუხადა მისმა ვაჟმა, მან გაიხსენა მამის იდეების ქვაკუთხედი - ქართველი და სომეხი ხალხების მეგობრობისა და ისტორიულად გადახლართული საკითხებისადმი ფრთხილად მიდგომის რჩევა.

მურადიან-უმცროსმა გაიხსენა მამის გამორჩეული დამოკიდებულება პედაგოგების - კორნელი კეკელიძის,     ლევონ მელიქსეთ-ბეკისა და სურენ ერემიანის ხსოვნისადმი და მამის სინანული იმის თაობაზე, რომ ვერ შეძლო ამ დიდ მეცნიერთა ყველა სამეცნიერო კვლევის გამოქვეყნება.

სომეხთა ეპარქიის ლიდერმა კურთხევითა და მადლიერების სიტყვებით გაიხსენა დიდი მეცნიერის   წვლილი და ხაზი გაუსვა მის იმ ნაშრომებს, რომლებიც ეძღვნებოდა თბილისის სომხურ ეკლესიებს და სომხურ-ქართულ ურთიერთობებს.