1geo

fb you od

ვიზიტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

390010 290074821109337 1730724202 n

14 ნოემბერს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას ეწვია   საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს სომხური დელეგაცია. სომხური დელეგაციის კოორდინატორია საინფორმაციო ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირი, დელეგაციას ხელმძღვანელობდა ზემოხსენებული კავშირის   დირექტორის მოადგილე ვაჰან ჰოვსეფიანი. დელეგაცია   მონაწილეობს 15-17 ნოემბერს თბილისში

"შერატონ მეტეხი" სასტუმროში საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ღონისძიებაში. თბილისში ჩამოსულია 45-კაციანი დელეგაცია. მათ თავი მოვალედ ჩათვალეს მისულიყვნენ   ეკლესიაში წმინდა ეჩმიაძინ ,   სანთელი დაენთოთ თბილისში მცხოვრები და მათი საქმეებით უკვდავყოფილი  ერის შვილების ხსოვნისათვის. მათ ახლდათ მღვდელი მამა ეღიშე ჰარუთიუნიანი.   დელეგაციის წევრები ეწვივნენ სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის   ცენტრს,   "წმიდა მოვსეს ხორენაცის“ სახელობის სკოლამდელთა ჯგუფს, დაესწრნენ   "წმინდა ნერსეს შნორჰალის“ სახელობის საყმაწვილო გუნდის გაკვეთილს. გუნდმა ერევნელი სტუმრებისთვის შეასრულა დედაქალაქ ერევანისადმი მიძღვნილი სიმღერები.   კულტურის ცენტრის საქმიანობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმრებზე.