1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ერთობლივი კრება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

14160 294740140642805 388311436 n

მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის რეზიდენციაში     შედგა ეპარქიის   ერთობლივი კრება. კრება გაიხსნა ეპარქიის ლიდერის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ლოცვითა და კურთხევით,   დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ ის წარმართა მეუფე ბაბკენ სალბიანმა. თბილისის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის სულიერმა მამებმა წარმოადგინეს უკანასკნელი თერთმეტი თვის მოღვაწეობის ანგარიში. აღსანიშნავია სამცხე-ჯავახეთის სულიერი მოძღვარების მისია,   განსაკუთრებით სოფლად.

531035 294740043976148 406728375 n

ყოველი მღვდელი ემსახურება 10-15 თემს, თვალყურს ადევნებს ადგილზე ეკლესიების აღდგენით სამუშაოებს, ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ღონისძიებას, საკვირაო სკოლების საქმიანობას, საბავშვო ბაღებს. თბილისისა და ბათუმის სულიერმა მამებმა ანგარიში ჩააბარეს რელიგიური, საგანმანათლებლო და კულტურული სამუშაოების შესახებ, ისაუბრეს ახალგაზრდობასთან თანამშრომლობის, საეკლესიო დღესასწაულების საშუალებით ხალხის ეკლესიასთან დაახლოების, აგრეთვე მასმედიის სასახარებო პროპაგანდისათვის გამოყენების შესახებ.

კრების მსვლელობისას ასევე განიხილეს რიტუალური ცერემონიების, ახალი დანიშვნების და დისციპლინარული საკითხები, ისაუბრეს სირიელი სომხებისთვის დახმარების აღმოჩენის,   სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მომზადების შესახებ. სულიერმა ლიდერმა დადებითად შეაფასა სულიერ პირთა მოღვაწეობა და მოუწოდა კვლავაც თანმიმდევრულად მოღვაწეობის გაგრძელებისკენ. დიდი სამუშაოებია ჩატარებული ეკლესიების, „ჰაიარტუნ“ ცენტრის, ჰოვ. თუმანიანის სახელობის „ვერნატუნის“ აღორძინების მხრივ და სხვა.

დაწვრილებით ისაუბრეს რეგიონებისა და დედაქალაქ თბილისის სომხური სტრუქტურების თანამშრომლობის, შორეულ თემებში თბილისის სასულიერო პირთა მიერ პერიოდულად ღვთისმსახურების ჩატარების საკითხებზე. გადაწყდა, რომ საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა შუამავლების გარეშე,   საქართველოს ახალი ხელისუფლებისათვის სათვისტომოს პრობლემების და  მათი გადაჭრის გზების წარდგენა. სულიერმა ლიდერმა ეკლესიის მსახურთ მოუწოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიურად მუშაობისკენ. სათემო სტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობას, ეპარქიალური სტრუქტურების მუშაობისათვის მატერიალური სახსრების მოსაძიებლად. განიხილეს აგრეთვე ხოჯივანქის პანთეონთან დაკავშირებული საკითხები, სულიერმა ლიდერმა ხაზგასმით ისაუბრა რელიგიურ და საერო პირთა თანამშრომლობაზე ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ქართულ სახელმწიფოსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში სრ საელჩოსთან. ეპარქიის ლიდერმა კურთხევისა და მადლიერების სიტყვით მიმართა სრ დიასპორის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროებს, გ.გიულბენკიან დაწესებულების, "ჯენიშიან ხსოვნის ფონდის", „ჰაიარტუნის“ სურბ გევორგ და სურბ ეჩმიაძინ ეკლესიების სამეურვეო საბჭოებს და ინდივიდუალურ მეცენატებს ეპარქიის მისიის განხორციელებაში მხარდაჭერისათვის.   შეხვედრა დასრულდა ლოცვით.