1geo

fb you od

არცახის ახალგაზრდების დელეგაცია ეწვია "ჰაიარტუნ" ცენტრს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

558853 295485517234934 923435087 n

mimdinare წლის 23 ნოემბრიდან 26 ნოემბრამდე საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრში სტუმრობდა არცახის ახალგაზრდული ფორუმის დელეგაცია, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის გაიანე გრიგორიანის ხელმძღვანელობით. არცახის ახალგაზრდული ფორუმის 16 აქტიური მონაწილე, რომელნიც წარმოადგენდნენ არცახის სხვადასხვა რაიონს, "ერთობაშია ჩვენი ძალა“ პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა," ჰაიარტუნ " კულტურის ცენტრის ახალგაზრდულ ფრთასთან დასაახლოებლად, საქართველოს ღიშესანიშნავი ადგილების გასაცნობად.

73592 295484607235025 1961901519 n

საქართველოში არცახის სტუმრების პირველი ვიზიტი იყო ჯავახეთში, სადაც ისინი ესტუმრნენ სოფელ განძას - დიდი სომეხი პოეტის ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმს, ილოცეს განძის   სურბ კარაპეტ, ნინოწმინდის სურბ სარგის, ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიებში.

სტუმრები მოიხიბლნენ ფარავანის ტბის სიმშვენიერით. შემდგომ მოეწყო შეხვედრა ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში.

საინტერესო და ინფორმაციული იყო დღე თბილისშიც. დელეგაციის წევრებმა მოიანხულეს თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, შემდეგ „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა ცენტრის ახალგაზრდების შეხვედრა არცახელ სტუმრებთან.

გაიანე გრიგორიანმა შეკრებილებს გააცნო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სამუშაოები, ისაუბრა ახალგაზრდული პროგრამების შესახებ, შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ქაშათაღის რაიონის "ჰაიერ" კლუბის პრეზიდენტმა ჰამბარცუმ არზანიანმა ჩაატარა სომხური   ტრადიციული თამაშობების კონკურსი, რომელშიც სიამოვნებით ჩაერთო ორივე მხარის ახალგაზრდობა.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის   ახალგაზრდობასთან შეხვედრის დროს საქართველოში სომეხთა   ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი  დაინტერესდა იმ მომავალი პროგრამებით, რომ დასახეს "ჰაირტუნ" ცენტრისა და არცახის ახალგაზრდულმა ფრთებმა. შემდეგ სტუმრები ესტუმრნენ დავთიანების თოჯინების თეატრს და დატკბნენ საღამოს თბილისის მშვენიერებით.