1geo

fb you od

ვაჰრამ გაფეჭიანის მემორიალური დაფის გახსნა ახალციხეში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

272120 271167336333419 557363232 o

თაობებმა უნდა ვიცოდეთ ერის საუკეთესო შვილების შესახებ , უფროსმა თაობამ უნდა ზრუნოს მის ღირსეულ თანამემამულეთა სახელების იმ ქვეყნის, ქალაქი, ქუჩისა და სახლის ნაწილად ქცევისათვის, სადაც ისინი დაიბადნენ, მოღვაწეობდნენ და გახდნენ მისი სიამაყე. აი ამ იდეის განხორციელების ლამაზი დასტური იყო 22 სექტემბერს ახალციხეში დიდი მხატვრის ვაჰრამ გაფეჭიანის მემორიალის გახსნის ცერემონია, რომლის იდეა ეკუთვნის ახალციხის მხატვართა კავშირს, იდეას მხარი დაუჭირა ახალციხის მუნიციპალიტეტმა.

მემორიალი გაიხსნა იმ სახლის კედელზე, სადაც დაიბადა და გაიზარდა დიდი მხატვარი, მემორიალური დაფის ავტორია ახალციხის შემოქმედთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე იგითხანიანი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ივანე წიკლაური, ახალციხის მერი, მერის მოადგილე და სხვა საზოგადო მოღვაწეები. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში სრ რესპუბლიკის ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, დიასპორის სამინისტროს კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი ტარონ შაგოიანი, „კარინ“ ანსამბლის ხელმძღვანელი გაგიკ გინოსიანი და სხვა.

მემორიალური ქვის გახსნის პატივი ერგო სრ სრულუფლებიან და საგანგებოს ელჩ ჰოვანეს მანუკიანს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ივანე წიკლაურს და მხატვრის ქალიშვილს. სომხეთის ელჩმა გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ღონისძიების ყველა ორგანიზატორს და აღნიშნა, რომ მდიდარია საქართველოს კულტურა, მდიდარია აგრეთვე იმით, რომ განვითარების გზაზე მასში თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებმა.

ღონისძიება გაგრძელდა ახალციხის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც გამოვიდნენ "კარინ" ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი და კომპოზიტორი გიორგი მანასიანის გუნდი. ღონისძიების ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერი გახლდათ ახალციხის მერია.