1geo

fb you od

სურბ გევორგის ეკლესიის აღდგენის პროექტი, ქ. თბილისი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

340920 268985939884892 1227914533 o

თბილისში იწყება სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძრის - სურბ გევორგის (წმინდა გიორგის) აღდგენის პროექტი. პროექტი ინიცირებულია „წმინდა გევორგის სახელობის ეკლესიის რეკონსტრუქციის ფონდის“ მიერ, მას მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებამ და კურთხეულ იქნა ყოველთა სომეხთა პატრიარქის მიერ.

332393 268986443218175 161792893 o

უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისში მაშტაბური სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება, დედაქალაქის მერია ისტორიული შენობების კეთილმოწყობის გრძელვადიან პროგრამას ახორციელებს, ძველ ქალაქში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ორი წლის წინ სომხური ეპარქიის დაკვეთით, ქართველი არქიტექტორების მიერ შემუშავდა სურბ გევორგის ეკლესიის აღდგენის, გამაგრების და ნაწილობრივ რეკონსტრუქციის გეგმა.

საქართველოს დედაქალაქის უძველეს სომხურ ტაძარს სასწრაფო რეკონსტრუქცია სჭირდება: დრო და მიწისქვეშა წყლებით არყევენ მის ფუნდამენტს, ანგრევენ აგურით ნაშენი კედლების წყობას, ანადგურებენ ტაძრის შიდა მოხატულობასა და კანკელს. არქიტექტორთა ჩანაფიქრის მიხედვით მოხდება ტაძრის გამაგრება და აღდგენა -მოეწყობა ახალი ჰიდროიზოლაციური ფუნდამენტი, მოხდება კედლების გამაგრება, ტაძარს მოშორდება მისთვის უჩვეულო ბათქაში, მოხდება ფრესკებისა და კანკელის აღდგენა.

პროექტის იმპლემენტაციას უზრუნველყოფს „წმინდა გევორგის სახელობის ეკლესიის რეკონსტრუქციის ფონდი“, რომლის საქმიანობასაც ტაძრის რესტავრაციისთვის შემოწირულობათა მოძიება, ფინანსური ნაკადების რეგულირება, ასევე ეკლესიისა და ფრესკების რესტავრაციაზე ტექნიკური ზედამხედველობა წარმოადგენს.