1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ვარდავარი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

428928 248323658617787 269269246 n

15 ივლისს ხალხმრავლობა იყო წმინდა ეხმიაძინ ეკლესიის   ეზოში. საკვირაო   ღვთისმსახურებაზე მოსული ხალხი   ერთმანეთს ულოცავდა ვარდავარის დღესასწაულს.

სომხურ ტრადიციულ   დღესასწაულთა კალენდარში ვარდავარი ზაფხულის ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელსაც ათასწლეულების ისტორია აქვს. წარმართულ სომხეთში ის უკავშირდებოდა სიყვარულისა და სილამაზის   ქალღმერთს ასტღიკს.

ქრისტიანობის მიღების შემდგომ დღესასწაულმა სახე იცვალა, მაგრამ შეინარჩუნა თავისი არსი. ეკლესია მას ცვლის ფერისცვალების დრესასწაულით, რომელიც სახარების თანახმად

527935 248324091951077 852139575 nმოხდა თაბორის მთაზე. ეს საეკლესიო   5 დღესასწაულთაგან ერთია, რომელიც დიდი პომპეზურობით   აღინიშნება და საოჯახო დღესასწაულად მიიჩნევა, მაგრამ   იმ ადგილებში, სადაც ვარდავარი სპეციალურად არ აღინიშნება, შენარჩუნებულია წუწაობის ტრადიცია, რომელიც დასაბამს ირებს წარმართობის დროიდან.

და აი საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისჰაიარტუნ" კულტურის   ცენტრის კოორდინატორმა  ლევონ ჩიდილიანმა   გამოაცხადა "ვარდავარისადმი" მიძღვნილი დღესასწაულის დასაწყისი, დაიწყო სიმღერა და მუსიკა, მხიარული ცეკვა და   "ვარდავარისათვის" ჩვეული წუწაობა,   ვარდავარის წყლით წუწავდნენ ახალგაზრდასა და ხანდაზმულს, გამვლელსა და მონაწილეს, რასაც სიხარული და მხიარულება მოჰქონდა.

ჰაიარტუნ"კულტურული ცენტრის ორგანიზატორის კარინე ღუშჩიანის, კოორდინატორის ლევონ ჩიდილიანის, სამხატვრო ხელმძღვანელის პაველ ოგანეზოვის და ტექნიკური პასუხისმგებლის ვალერი ბადალიანის ძალისხმევით ტრადიციული ვარდავარი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში   ჭეშმარიტად იქცა ხალხური მხიარულების დღედ.  

  "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის "ნერსეს შნორჰალი" საბავშვო-ახალგაზრდული ანსამბლის   (ხელმძღვანელი მარი აბულიანი), თვითშემოქმედი ცეკვის ანსამბლის (ქორეოგრაფი ნარინე ღუშჩიანი), სოლისტების ნინა კარაპეტიანის, ანი ღუშჩიანის, ანა პოღოსოვას, ჰენრიხ პეტროსიანის ხალხური სიმღერა   და ცეკვა ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს და ხალხური მხიარული განწყობის სტიმული ხდებოდა,   ტრადიციული "ქოჩარი" კი წრეში იწვევდა მაყურებელს.

                 

ვარდავარი იქცა ნამდვილ სახალხო დრესასწაულად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სომეხი ეროვნების ხალხით დასახლებულ რაიონებში -   ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ახალციხეში. ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით აღევლინა საკვირაო წირვა-ლოცვა, რის შემდეგაც დაიწყო ვარდავარის დღესასწაული, ყველგან გავრცელდა სიმღერა და ცეკვა, ტრადიციული წუწაობა,   მაღალი განწყობა შეუქმნა და სიხარული მოუტანა ხალხს.