1geo

fb you od

საკვირაო სკოლის ღია გაკვეთილი თემაზე „სასუნცი დავით“ ოვანეს თუმანიანის სახლში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო კულტურულ ცენტრში ჩატარდა 20181222 131645ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ მშობლიური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლის ღია გაკვეთილი, თემაზე-  „დავით სასუნელი“ (სომხ. „სასუნცი დავით“).
გაკვეთილს ესწრებოდნენ ეპარქიის თანამშრომლები „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის დამხმარე მოძღვარ, ღირს მღვდელ ტათევ მარუქიანთან ერთად, ასევე  პედაგოგები და მშობლები. საქართველოს სომეხთა DSC06895ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა, ევგენია მარკოსიანმა ისაუბრა ერთდღიანი სკოლის სასწავლო პროგრამის გაფართოებაზე, რაც აღსაზრდელებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ სომხური ლიტერატურის საგანძურს, დაისწავლონ ნაწყვეტები და დაიზეპირონ ნიმუშები, 20181222 134411რომელიც მათ მთელი ცნობიერი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.
პედაგოგმა თამარა გაბოიანმა 1000-წლიანი სომხური ეპოპეა მიმოიხილა, ისაუბრა ოვ. თუმანიანის მიერ ეპოსის დამუშავებაზე და ამ გაკვეთილის ამ 20181222 135042ცენტრში ჩატარებას ოვ. თუმანიანის 150-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი უწოდა.  
ერთდღიანი სკოლის აღსაზრდელებმა სომხურ ენაზე ისაუბრეს სომხური ეპოსის შინაარსზე, წაიკითხეს ნაწყვეტები და გაიხსენეს უფროსების თქმულებები „სასუნცი დავით“ ეპოსზე.
დამსწრეებმა  ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს გაკვეთილსა და ზოგადად საკვირაო სკოლაზე.
ღირსმა მღვდლმა ტათევ მარუქიანმა ერთდღიანი სკოლის 20181222 140618აღსაზრდელები დალოცა, რომლებიც მართალია უცხოენოვან განათლებას იღებენ, თუმცა უყვართ და აფასებენ საკუთარ მშობლიურ ენას, დამაფიქრებელ-ფილოსოფიური იდეებით მდიდარ სომხურ ლიტერატურას და მათ მშობლიურ ენაზე სწავლის, დასწავლის და ფიქრისკენ მოუწოდა.
აღსაზრდელებმა ცენტრის მასპინძელსა და გიდთან, გოჰარ მაზმანიანთან ერთად თუმანიანის სახლი შემოიარეს და მოისმინეს მისი ნაამბობი თუმანიანსა და მის სახლზე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)