2018 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო კულტურულ ცენტრში გაიმართა პოეტისა და მთარგმნელის, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირების საპატიო წევრის, საქართველოს „ღირსების“ ორდენის მფლობელისა და სომხეთის მოვსეს ხორენაცი ორდენოსნის, მაჩაბლის პრემიის ლაურეატის გივი შაჰნაზარის დაბადების 85-ე წლისადმი მიძღვნილი საღამო. ყველა მომხსენებელმა თავის სიტყვაში აღნიშნა - გივი შაჰნაზარი გენიალური პიროვნებაა, რომლის ადამიანური მაგალითითა და ხელოვნებით თაობები გაიზარდა. მისი განუმეორებელი თარგმანები სომხურიდან, რუსულიდან, აბხაზურიდან, ოსურიდან მხოლოდ თარგმანები არაა, არამედ პოეტური სიტყვაა, განუმეორებელი სტილი, სიტყვების სწორი და შესაბამისი შერჩევა, რაც თარგმანს ორიგინალის შესაბამისს ხდის. ცნობილი პოეტისა, და მთარგმნელის უმაღლესი თარგმანების წყალობით, ქართველი მკითხველის სამაგიდო წიგნი გახდა ნაჰაპეტ ქუჩაკის ჰაირენები, ნაწყვეტები გრიგორ ნარეკაცის „ტრაგედიის მატიანე“-დან, საიათნოვას, პარუირ სევაკის, ამო საიანის, სილვა კაპუტიკიანის ლექსები. დარბაზი გაჯერებული იყო დადებითი ემოციით, სიყვარულითა და სითბოთი. პოეტისა და მთარგმნელის პატივისცემა და მადლიერება მისი სიკეთის, მდიდარი შემოქმედებითი სამყაროს, სომხური და ქართული ლიტერატურების დაახლოვებისთვის წითელი ძაფივით გადიოდა ყველა გამომსვლელის სიტყვაში. სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რუბენ სადოიანმა იუბილე მიულოცა, მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა იუბილარს, ვინც ასევე სომხურ-ქართული მეგობრობის გზამკვლევია. მილოცვით გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ. სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მრჩეველმა არუსიაკ ტერჩანიანმა კულტურის მინისტრის ლილით მაკუნცის მილოცვა გადასცა. შთამბეჭდავი და მაღალი მხატვრულობით იყო გაჯერებული გივი შაჰნაზარის ქართული თარგმანების კითხვა და თანმხლები მუსიკა. ღონისძიების შეჯამებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დააფასა გივი შაჰნაზარი, ვინც დღეს სომხებისა და ქართველების ათასწლეულების მეგობრობის სიმბოლოა. უკანასკნელმა გივი შაჰნაზარი საქართველოს სომხების მამამთავრად და ორი ქრისტიანი ერის დამაკავშირებელ მყარ ხიდად წარადგინა. სითბოთი იყო გაჯერებული მთარგმნელობითი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, გივი შაჰნაზარის სამადლობელი სიტყვა. საღამო საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თავმჯდომარემ, პროფესორმა ემა ახტიანმა წაიყვანა.
|