1geo

fb you od

ვატიკანის ელჩის ვიზიტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში ვატიკანის ელჩს  საქართველოში და სომხეთის რესპუბლიკაში, არქიეპისკოპოს ხოსე აველინო ბეტენკოურტს მასპინძლობდა.
ორმა მეუფემ „სურბ გევორგ“ ტაძარში ერთობლივად ილოცა, რის შემდეგაც ეპარქიის წინამძღვარმა სტუმარს საქართველოს სომეხთა ეპარქიის დედა ტაძრის ისტორია და მისი დღევანდელი მისია გააცნო.
ვატიკანის ელჩთან საუბარი საეპისკოპოსოში გაგრძელდა.  ეპისკოპოსი ვაზგენი მიესალმა ვატიკანის ნუნციას  ვიზიტს, ამიერკავკასიაში მსახურობა მიულოცა და მსახურობის მისიაში წარმატებები უსურვა. ეპარქიის წინამძღვარმა დიდად დააფასა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის, ვატიკანის, ისევე როგორც ყოველთა სომეხთა კათოლიკოსისა და რომის პაპის ურთიერთობები,  რომელიც  ურთიერთპატივისცემასა და საეკლესიო მისიის 1ერთობლივ ხედვაზეა ფორმულირებული.
მეუფემ მადლობა გადაუხადა ვატიკანს, რომ სომეხთა გენოციდის აღიარებაში ერთ-ერთი პირველი იყო, რომ წმინდა გრიგორ განმანათლებლის და წმინდა გრიგორ ნარეკაცის ძეგლები დადგეს ვატიკანში და რომ წმინდა გრიგორ ნარეკაცი ზეციურ ვარდაპეტად გამოცხადდა.
არქიეპისკოპოსმა ხოსე ბეტენკოურტმა მეუფე ვაზგენს გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა და მანაც აღნიშნა სომხური და რომაულ- კათოლიკური ეკლესიების მეგობრული და თბილი ურთიერთობა, რომელსაც საქმიანი ხასიათი აქვს.
ვატიკანის ელჩი მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის და ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს საქმიან და მეგობრულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ 2019 წლის 25 იანვარს თბილისის რომაულ- კათოლიკურ ეკლესიაში გასამართი ეკუმენური ლოცვა კიდევ უფრო გაათბობს ქრისტიანული უძველესი ეკლესიების  მორწმუნეებისა და სასულიერო დასის ურთიერთობებს.
შეხვედრისას ორი სასულიერო მსახური ასევე შეეხო საქართველოში ქრისტიანული ეკლესიებისათვის შემაშფოთებლ ძირითად საკითხებს, ისევე როგორც საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. ეპარქიის წინამძღვარმა და ვატიკანის ელჩმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდის დიდი ვნებათაღელვისა, არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, რაც ქვეყნის მდგრადობის და კარგი მომავლის იმედს იძლევა.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ქრისტიანული რწმენის ძალაზე, რომელიც ორი ეკლესიის მიერ შექმნილი სასულიერო კულტურის დიდი სულისჩამდგმელი იყო, რომლითაც საუკუნეების მანძილზე ისწავლებოდნენ და იღზრდებოდნენ ორი ეკლესიის მიმდევრები.
შეხვედრის დასასრულს ვატიკანის ელჩმა მეუფე ვაზგენს გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა, ვატიკანის ერთ-ერთი მუზეუმის შესახებ ალბომი გადასცა და ეპარქიის წინამძღვარი ახლო მომავალში ვატიკანის საელჩოში მიიწვია.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)