სიახლეები
|
2018 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის კარაპეტ არქიეპისკოპოს ბაგრატუნის სახელობის ცენტრის დარბაზში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით რეგიონის მღვდელმთავართა კრება გაიმართა. კრებაზე პირველ რიგში ვიკარიატის მიმდინარე საკითხები განიხილეს, ხოლო შემდეგ სამრევლო სათემო კანონმდებლობა და მისი თემში გამოყენება. წინამძღვრის მიერ გაიცა რეკომენდაციები, რომ სასულიერო თემები კანონმდებლობის პრინციპებზე დაყრდნობით გახდეს დამოუკიდებელი და თვითკმარი. კრების ბოლოს მღვდელმა მამებმა და დიაკვნებმა კითხვებით მიმართეს წინამძღვარს და მიიღეს ამომწურავი პასუხები. კრების შემდეგ ყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე ვაზგენმა სასულიერო დასის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქართული მათლმადიდებლური ეკლესიის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალში, რომელსაც ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, დეპუტატები, სახელმწიფო პირები, ისევე როგორც ქართული ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირები.
სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის პრესსამსახური
|