1geo

fb you od

ოვანეს თუმანიანისა და კომიტას ვარდაპეტის 150-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა სათემო საიუბილეო საბჭომ მუშაობა დაიწყო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

12018 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ჯინიშიანის სხოვნის სახელობის დარბაზში,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის,  ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, ოვანეს თუმანიანისა და კომიტას ვარდაპეტის 150-ე წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საკოორდინაციო სათემო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მდივანი არტურ სარგსიანი, თბილისის სათემო სტრუქტურების ხელმძღვანელები, ახალციხისა და ახალქალაქის წარმომადგენლები.
საუფლო ლოცვის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა აღნიშნა, რომ წელიწადი საიუბილეოა,  და სომხური ლიტერატურისა და კულტურის დიდებულთა ოვანეს თუმანიანისა და კომიტას ვარდაპეტის  დაბადების 150-ე წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება ასევე საქართველოში- 20181121 122808თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და სომხებით დასახლებულ სხვა ადგილებში.
 ღონისძიებების მიზანია სომხური არქაული კულტურისა და ხელოვნების კიდევ ერთხელ განზოგადებით, საქართველოს საზოგადოებას საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ და რელიგიურ თემებს ისევე როგორც სომხურ თემს გააცნოს სომხური ლიტერატურისა და კულტურის ეს ორი დიდებული.    
მეუფემ  იუბილეების სათანადოდ აღნიშვნისათვის შერჩეული საბჭოს შემადგენლობა წარადგინა, რომელშიც შედიან თბილისის სომხური სათვისტომოს სხვადასხვა სტრუქტურის, ისევე როგორც სომხებით დასახლებული რაიონების წარმომადგენლები.  
20181121 122455ამის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიერ დაწვრილებით იქნა წარმოდგენილი იმ მასშტაბური ღონისძიებების პროექტი, რომელიც მოიცავს ოვანეს თუმანიანის ზღაპრებისა და ოთხტაეპიანი ლექსების თარგმნას, გამოცემას და პრეზენტაციას, ოვანეს თუმანიანისა და კომიტას ვარდაპეტისადმი მიძღვნილ სამხატვრო საღამოებს, თეატრალურ წარმოდგენებს, სომეხი და ქართველი მწერლების შეხვედრებსა და გამოფენებს. ღონისძიებები ჩატარდება საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრების, თბილისის „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრის, ახალციხისა და ახალქალაქის ახალგაზრდული 20181121 1228040ცენტრების, სათემო სტრუქტურების, პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის, „ვრასტან“ გაზეთის, სომხური სკოლების ძალებით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის სამინისტროს,  საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების, ერევანის ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასთან თანამშრომლობით.
პროექტის განხილვა საინტერესო იყო, გაჯერებული უამრავი შევსებით, რომელიც საბჭოს წევრების მიერ გაკეთდა.
გადაწყდა, საბჭოს წევრებმა საბჭოს სამდივნოს ადგილზე დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა ელექტრონული ფორმით გაუგზავნონ. ასევე გადაწყდა, რომ მომდევნო სხდომა მოწვეულ იქნას დეკემბრის თვის პირველ ნახევარში.
საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს სომეხთა ეპარქიაში 2019 წლის 19 თებერვალს, ოვანეს თუმანიანის დაბადების დღეს, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ვიზიტით და ყოველთა სომეხთა პოეტის საფლავის ყვავილებით შემკობით დაიწყება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)