2018 წლის 26-27 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ და „ოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრების ატმოსფერო გაჯერებული იყო სახელგანთქმულ მეცნიერ ძმებ ორბელებზე მოხსენებით, საარქივო მასალის და ფილმების ჩვენებით, რომელიც მათ შესახებ მოგვითხრობდა. სახლ-მუზეუმის ინიციატივით, „ოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის მოწვევითა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისს სტუმრობდნენ სომხეთის რესპუბლიკის წაღკაძორის ძმები ორბელების სახლ-მუზეუმის დირექტორი მარინე ბუნიათიანი და დამფუძნებელ-დირექტორი, მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი გაბრიელ მკრტჩიანი. მსოფლიოში ალბათ მცირე რაოდენობითაა ისეთი ოჯახები, სადაც დაბადებული და აღზრდილი ბავშვებიც მეცნიერების სხვადასხვა დარგში გამხდარან ცნობილები. მათგან ერთ-ერთი ორბელთა ოჯახია, მისი ცნობილი რუბენ, ლევონ და ჰოვსეფ მეცნიერი შვილებით. სამივე ორბელმა ძმამ დაწყებითი განათლება თბილისში მიიღო, დაამთავრეს ადგილობრივი N3 გიმნაზია და საკუთარ თავს ნამდვილ თბილისელებს უწოდებდნენ, თუმცა მეცნიერებად სანქტ-პეტერბურგში ჩამოყალიბდნენ და იქ დაფუძნდნენ. სახლ-მუზეუმის დამფუძნებლების ვიზიტის მიზანი მშობლიურ ქალაქში ძმების პოპულარიზაცია და თაობების ორბელებზე ინფორმირებაა. თბილისში შეხვედრები საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გახსნილი გამოფენით დაიწყო. ათწლეულების მანძილზე ძმები ორბელებისადმი მიძღვნილი სახლ-მუზეუმის დაარსებისა და გამდიდრების მიმართულებით მუშაობით, დამფუძნებელმა ბუნიათიან-მკრტჩიანმა მეუღლეებმა შეაგროვეს, შეისწავლეს და აღბეჭდეს სამეცნიერო ნაშრომების ასლები, ძმების ცხოვრების თბილისური წლების წერილები, მოგონებები და ორი დღის განმავლობაში თბილისელ სომხებს წარუდგინეს მე-20 საუკუნის დიდებული მეცნიერების მოღვაწეობა, წიგნები რუბენზე, ლევონსა და ჰოვსეფზე, სხვადასხვა საარქივო მასალა და წერილები. საინტერესო მოხსენებით დამფუძნებელი დირექტორი გერასიმ მკრტჩიანი გამოვიდა. უკანასკნელმა თითოეული ძმის საქმიანობა შეაჯამა: რუბენი- იურისტი, წყალქვეშა არქეოლოგიის ტექნიკის გამოჩენილი ისტორიკოსი, ლევონი- მე-20 საუკუნის უდიდესი ფიზიოლოგი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიისა და კოსმოსური მედიცინის ფუძემდებელი, ჰოვსეფი- ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე, აკადემიკოსი, ლენინგრადის სახელმწიფო ერმიტაჟის დირექტორი, მეორე მსოფლიო ომის წლებში ერმიტაჟის განძეულის ევაკუაციისა და მისი დაბრუნების სამუშაოების ხელმძღვანელი. „ოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გამართული შეხვედრისას დარბაზში ადგილები დაეკავებინათ სკოლის მოსწავლეებს, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს. სტუმრებმა აქ სხვა კუთხიდან გადახედეს ძმები ორბელების ცხოვრებისა და საქმიანობის ისტორიას, ხაზი გაუსვეს, ოჯახში აღზრდას, მშობლების ყურადღებიან მობყრობასა და ვაჟებისადმი მუდმივ ყურადღებას განათლების და სამეცნიერო საქმიანობის წლებშიც კი. წაკითხულ იქნა სხვადასხვა ნაწყვეტი მშობლებისა და შვილების მიმოწერებიდან. ორდღიანი შეხვედრების დროს გერასიმ მკრტჩიანის და მარინა ბუნიათების გამოსვლებში ისახებოდა თითოეული ძმის პერსონაჟი- მეცნიერი, მამულიშვილი, დიდი პატრიოტი, მშობლისმოყვარე, ქველმოქმედი, კაცთმოყვარე. დამსწრეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს. საინტერესო და შინაარსიანი გამოსვლები „ძმები ორბელების სახლ-მუზეუმი“ და „ორბელთა კოდი“ ფილმების ჩვენებების თანხლებით მიმდინარეობდა.
|