1geo

fb you od

„თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის საკითხზე სასამართლო პროცესი გრძელდება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 24 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის თავმჯდომარეობით, „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის საკითხზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა- საქართველოს სომეხთა ეპარქია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ.  
სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ როგორც მოსარჩელე მხარე, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლები. მესამე მხარედ წარმოდგენილი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.
სასამართლო სხდომა მოპასუხე მხარეების სამი ადვოკატის გამოსვლებით წარიმართა, რომლებიც შემდეგი პოზიციით გამოვიდნენ:  
ა. საჯარო რეესტრი გამოვიდა- შეწყდეს საჯარო რეესტრის მიმართ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სარჩელის განხილვა, არგუმენტად მოიყვანა ის, რომ „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია საკუთრების უფლებით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნოდა და საჯარო რეესტრმა, თითქოს კანონის რომელიმე მუხლის დარღვევის გარეშე, ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებად დაარეგისტრირა. შესაბამისად ადვოკატის შეთავაზება იყო ამ საკითხის განხილვიდან ამოღება.
ბ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი გამოვიდა-„თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის სახელმწიფო საკუთრებიდან ამოღების შესახებ დადგენილების გაუქმების და ეკლესიის საქართველოს სომეხთა ეპარქიისთვის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ ეს საკითხიც ამოღებული უნდა იქნას განხილვიდან. ადვოკატის განმარტებით, თითქოს საქართვლოს სომეხთა ეპარქიას „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის მიმართ, იურიდიულ მესაკუთრედ ყოფნის რაიმე საფუძველი არ გააჩნია, გარდა ამისა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასულიერო და კულტურული ძეგლები პრივატიზაციას არ ექვემდებარება, შესაბამისად საქართველოს სომეხთა ეპარქიისთვის მისი არდაბრუნების შემთხვევაში, ეპარქია მის პრივატიზებას ვერ შეძლებს.
მიუხედავად ამისა საჭიროდ ვთვლით შეგახსენოთ, რომ სხვა რელიგიური თემებისგან განსხვავებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ტერიტორიაზე აქვს პრივატიზებული საკუთარი ეკლესიები და ტერიტორიები.
გ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარდგენილი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ სხვა საკულტო შენობების მსგავსად „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაც ჩამორთმეულ იქნა საბჭოთა ხელისუფლების მიერ, და იგი უნდა დაუბრუნდეს საქართველოს სომეხთა ეპარქიას, მოპასუხე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადვოკატმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ჩამორთმეული იყო მხოლოდ ეკლესიის შემორჩენილი ნაწილი, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელ  ეკლესიას მიაჩნია, რომ რამდენიმე საუკუნის წინ მაგ ადგილას, ეკლესიის საძირკველში ქართული ეკლესია ყოფილა, ამრიგად, „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინი“ საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაა. ისიც დასძინა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კულტურული და რელიგიური ნაგებობა საქართველოს საკუთრებაა.  
გამოთქმული მოსაზრების საწინააღმდეგოდ აღვნიშნავთ იმას, რომ ქართულ მხარეს, არანაირი სამეცნიერო და ფაქტობრივი დასაბუთება არ გააჩნია იმისა, რომ აღნიშნულ ადგილას ქართული ეკლესია ყოფილა. ხოლო რაც შეეხება, ხედვას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კულტურული და რელიგიური ნაგებობა საქართველოს საკუთრებაა, აღვნიშნავთ, რომ ეს გამოთქმა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების მიმართ აშკარა დისკრიმინაციის გამოვლინებაა.
საქართველოს საპატრიარქოს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ თუ კი დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიას დაუბრუნდება მათი მოთხოვნილი, მაშინ მოთხოვნებს წამოაყენებენ მუსლიმები თავიანთ მეჩეთებზე, ებრაელები თავიანთ სინაგოგებზე, ამ შემთხვევაში თითქოს სახელმწიფო მძიმე სიტუაციის წინაშე დადგება.
შესაძლოა ადვოკატები ინფორმირებულები არ იყვნენ, მაინც აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მუსლიმურ თემს 150-ზე მეტი მეჩეთი, ხოლო ებრაულ თემს 25 სინაგოგა დაუბრუნა.
დ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხრიდან წარდგენილ მოთხოვნაზე, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთ დროს აშენებული, ხოლო ამჟამად ნახევრად დანგრეული და უმოქმედო სომხური ეკლესიები, რომლებიც ნანგრევებად იქცევა, სხვადასხვა ობიექტებად გარდაიქმნება და ქართულდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის იმედი და მოთხოვნა, რომ ერთ დღეს ისინი შესაძლოა დაუბრუნდეს თავიანთ ნამდვილ მფლობელებს, მონაგონი, არარეალისტური და უპერსპექტივოა.
აღვნიშნოთ, რომ შემაშფოთებელია საქართველოს საპატრიარქოსა და მოპასუხე  მხარეების ადვოკატების მსგავსი მიდგომა ინტერესის საგნისადმი, სადაც ნათელი ხდება ეროვნული და რელიგიური დისკრიმინაციის გამოვლინება არა მხოლოდ სომხების, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნული და რელიგიური თემების მიმართ. საჯარო რეესტრის, ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს ადვოკატები უგულებელყოფენ იმას, რომ საქართველო საბჭოთა სისტემას საოკუპაციო რეჟიმად აფასებს. ფაქტიურად საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს, რელიგიური თემებისათვის ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით არა მხოლოდ არ გმობენ და ნაბიჯს არ დგამენ სამართლიანობის აღსადგენად, არამედ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რელიგიური თემების მიმართ საქართველოში გრძელდება დისკრიმინაციის გამოვლინებები.
აღვნიშნავთ, რომ ქართული ეკლესიისგან საბჭოთა წლებში ჩამორთმეული მთლიანი ქონება, და მეტიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკან დაუბრუნდა, ხოლო სხვა რელიგიური თემებისგან ჩამორთმეული ქონების საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია.
მოპასუხე მხარემ თავისი დასმული საკითხების საპასუხოდ მოსარჩელე მხარისგან საფუძვლიანი არგუმენტების წარდგენა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ადვოკატები მზად იყვნენ საწინააღმდეგო საფუძვლიანი და არგუმენტირებული პასუხის გასაცემად, საფუძვლიანი მომზადების მიზნით  მოსამართლის მიერ შეთავაზებული იქნა სასამართლო სხდომის გადადება.
სასამართლოს გადაწყვეტილებითა და მხარეთა შეთანხმებით სასამართლო სხდომა გადაიდო.  შემდეგი სხდომა გაიმართება  2018 წლის 5 დეკემბერს,  11 სთ-ზე.