1geo

fb you od

,,თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის საკითხზე სასამართლო სხდომა გაიმართა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნანა დარასელიას თავმჯდომარეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სარჩელის ფარგლებში, ,,თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის საკითხზე გადადებული სასამართლო განხილვა გაიმართა.
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იყო როგორც მოსარჩელე მხარე, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, უფლებამოსილი პირების სახით.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ განიხილა მხარეთა ცნობის საკითხი და დაადგინა, რომ სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია ნამდვილად წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის მეორე მოთხოვნა, რომელიც ცალკე საქმედ განიხილება, ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგაა.
სასამართლო პროცესის მონაწილე მესამე მხარის- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შუამდგომლობით, საქმის არსებითი განხილვა შეჩერდა ორი მოთხოვნის საქმის ერთ მთლიან ნაწილად განხილვის შეთავაზებით. მოსარჩელე მხარე დათანხმდა ამ შუამდგომლობას. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და მოთხოვნათა გაერთიანების მიზნით ეს საქმე შეჩერდა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 24 ოქტომბერს არის დანიშნული.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინტერესებს EMC-სა და TDI-ს იურისტები იცავენ.
საკითხის ისტორიიდან, 2018 წლის 5 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიამ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს IMG 7794ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა. ეპარქიას მიაჩნია, რომ 2017 წლის 18 ივლისის დადგენილებით „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემით, საქართველოს საჯარო რეესტრმა დაარღვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინტერესები, არ შეისწავლა რა ეკლესიის წარმოშობა, მისი ისტორია და ეკლესიის მიმართ სომეხთა ეპარქიის მოთხოვნა.
ამ ეკლესიისათვის მეორე მოთხოვნა წარდგენილი იყო ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, რომელმაც „თანდოიანც“ ეკლესია და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სახელმწიფო ბალანსიდან გაასხვისა, ამგვარად გააადვილა სომხური ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე გადაცემის საქმე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)