1geo

fb you od

სანთლების დანთება სომხური სამლოცველოების შესანარჩუნებლად PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს სომხურმა თემმა, საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, თბილისის ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრიდან და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიიდან სულიერ მამათა წინამძღოლობით მოაწყო მშვიდობიანი მსვლელობა ავლაბრის ცენტრში ფიგნერის ქუჩის (ფერისცვალების ქუჩის N 21 მისამართით) მიმდებარე ტერიტორიაზე ნანგრევებად ქცეულ ,,შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინ“ (,,კარმირ ავეტარან“)  ეკლესიისაკენ.   20181014 131057
მსვლელობის მიზანი იყო მშვიდობიანი სანთლების დანთებით, სომხური სამლოცველოების შესანარჩუნებლად ქვეყნის ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა ისტორიული ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების აშენების ნებართვაზე. რადგან ეკლესია ავარიულ მდგომარეობაშია და შეიცავს  უამრავ 20181014 132106საფრთხეს, მან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების უსაფრთხოებას, ამრიგად, საჭიროა ზომების მიღება, მსგავსი უკანონო  მშენებლობების ნებართვის თავიდან ასაცილელად, რომელიც ხელს უშლის ისტორიული ძეგლისა და თბილისში სომხური კვალის შენარჩუნებას.
მსვლელობის მონაწილეებმა ერთდროული 20181014 133021ლოცვისა და სანთლების დანთების შემდეგ დაასრულეს თავიანთი მშვიდობიანი მოქმედება, სინანულის გამოთქვეს რა სომხური ისტორიული ეკლესიის მსგავსი უნუგეშო მდგომარეობის გამო.
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აგებული ,,შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია აშენდა განძაკიდან თბილისში გადმოსული შამქორელების მიერ საკუთარი სახსრებით. ეკლესია საბჭოთა წყობის დამკვიდრებამდე მოქმედებდა, ჰქონდა საკუთარი სამრევლო სკოლა, ქონება.
საბჭოთა წლებში ეკლესიის შენობა სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა, გადაქცეული იყო პურის ქარხანად, შემდეგ 20181014 133458საწყობად, ფუნქციონირებდა ქართველი მხატვრების სახელოსნოდ. 1989 წელს ეკლესია მიწისძვრის შედეგად დაინგრა.  1999 წლის მდგომარეობით მდგარი ეკლესიიდან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადი და მისი მიმდებარე გარკვეული ნაწილი. საქართველოს სომეხთა ეპარქიას ,,შამქორეცოც“ ეკლესიის ეპარქიისთვის დაბრუნების ან ეკლესიის კონსერვირების საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიუმართავს საქართველოს ხელისუფლებისათვის.
2016 წლის დეკემბერში ეკლესიის მეზობლად დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, რაც დღითიდღე ზიანს აყენებს არქიტექტურული ნაგებობის სამომავლო შენარჩუნებას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)