1geo

fb you od

ანაჰიტ ბოსტანჯიანის „მე ყველგან ვარ...“ წიგნის პრეზენტაცია სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 11 სექტემბერს სომეხთა ეპარქიის სამეცნიერო-კულტურულ ცენტრ „ოვანნეს თუმანიანის სახლში“ გაიმართა პოეტი, თარჯიმანი ანაჰიტ ბოსტანჯიანის „მე ყველგან ვარ...“ კრებულის პრეზენტაცია. ღონისძიება მიეძღვნა მოულოდნელად ცხოვრებიდან წასულ, მაგრამ თავისი დატოვილი ლიტერატურული მემკვიდრეობით, „კამურჯ“ („ხიდი“) ლიტერატურული ყოველწლიური გამომცემლობებით, თავისი სამოქალაქო აქტიური მოღვაწეობის შესახებ მოგონებებით „მცხოვრები“ ანაჰიტ ბოსტანჯიანის1 დაბადების დღეს, რომელიც უკვე მეორე წელია მისი ნაწარმოებების გულშემატკივრები აღნიშნავენ ნიჭიერი პოეტის გარეშე...
ლიტერატურული საღამო ხალხმრავალი იყო... ესწრებოდნენ სომეხი და ქართველი მწერლები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის  საელჩოს წარმომადგენელი, სომეხთა ეპარქიის სასულიერო პირები, ავტორის ლიტერატურული მეგობრები, ნაცნობები და დამფასებლები. პრეზენტაციას ესწრებოდა, ასევე, სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.
დიდ ლორელის ულამაზეს სახლში იგრძნობოდა ანაჰიტი თავისი „მე ყველგან ვარ...“ ღრმა მნიშვნელობის კრებულით, რომელიც გამოეცა მისი 2გარდაცვალების შემდეგ, ავტორის ქალიშვილების მარინე და გაიანე ბოსტანჯიანების მიერ, რომელშიც მოიპოვება ავტორის განუმეორებელი ლექსები.
ღონისძიების წამყვანები იყვნენ პოეტის შვილიშვილი ლიზა თოროსიანი და ანაჰიტ ბოსტანჯიანის ნაწარმოებების გულშემატკივარი, პოეტი ლევან ალუღელაშვილი.
ასევე, ნაჩვენები იყო ფილმი მის შესახებ... დარბაზში კიდევ ერთხელ გაისმა ანაჰიტის ცხოვრებით სავსე, მტკიცე და შინაარსობრივად მდიდარი სიტყვის ხმა. ფილმი დამსწრეებს შეახსენა ის ბედნიერი დღეები, როდესაც ცნობილი პოეტი თავისი ლამაზი სომხურით საუბრობდა სამშობლოზე, ერზე, სიყვარულზე და მეგობრობაზე, სამართლიანობისა და კეთილის გამარჯვებაზე, ოცნებასა და რწმენის შესახებ, თავისი გონივრული გამოსვლებით ამდიდრებდა, საინტერესოდ და შინაარსიანს ხდიდა ყოველდღიურობას.
მართლაც, ყველა ვინც გამოვიდა სიტყვით, პოეტ-თარჯიმანმა გივი შაჰნაზარმა, საქართველოს 3მწერალთა კავშირის თანათავჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა, პოეტმა მანანა გორგეიშვილმა, პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა, ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს ანაჰიტ ბოსტანჯიანის განუმეორებელი სიტყვა, თავდადება სომხურ-ქართულ მეგობრობას, ამ მეგობრობის ლიტერატურულ კავშირებსა და მათ გაღრმავებას.
ნიჭიერი პოეტის ნაწარმოებებიდან სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი ნამუშევრები წარადგინეს და, აგრეთვე, მას მიძღვნილ საკუთარი ნაწარმოებები წაიკითხეს მარინა კირაკოსიანი-მოსესოვა, გარი ღალამქაროვი, მელანია ბარსეღიანი, ლუსინე ვანოიანი, არტემ კირაკოზოვი და სხვები.
ღონისძიების დასასრულს თავისი დასკნითი სიტყვა თქვა სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. მან აღნიშნა, რომ 4ანაჰიტ ბოსტანჯიანმა თავისი ნაწარმოებებით, ნათარგმნი მასალებით, ჟურნალისტური მოღვაწეობით უსაზღვროდ უყვარდა სომხეთი და საქართველო, ცდილობდა დააბალანსებინა ამ ორი ქვეყნის მეგობრობა, კავშირები. აგრეთვე, აღნიშნა ის, რომ ანაჰიტი არ იყო მარტო აწმყოს პოეტი, არამედ მომავლის, მომავალი თაობისათვის მზრუნველი მოღვაწე. იგი თავის გვერდით გაერთიანებული ჰყავდა ახალგაზრდა დამწყები მწერლები, მათ აჩვენებდა ჭეშმარიტი ლიტერატურის გზა და ასწავლიდა ნამდვილ შემოქმედებით ცხოვრებას.
ლამაზი საღამო ემოციით სავსე იყო... ანაჰიტი მდიდარი იყო არამარტო თავისი დატოვილი მემკვიდრეობით, მდიდარი ადამიანური განსხვავებული ნიშანთვისებებით, არამედ თავისი ქალიშვილებით, შვილიშვილებით, მეგობრებით, რომლებიც დედისადმი ემოციური გამოსვლა გქონდათ, ბებოს ლექსზე კახა ცაბაძის მიერ დაწერილი სიმღერის შესრულებით და, აგრეთვე, ლექსების ლამაზი წაკითხვით დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კიდევ ერთხელ გაიხსენონ ცნობილ პოეტს, ანაჰიტ ბოსტანჯიანს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)