1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ და სამეცნიერო ცენტრებში 2018-19 სასწავლო წელი დაიწყო.  დილით ადრე ცენტრების კარები გაიღო და მხიარული განწყობით, ბავშვური ღიმილით აივსო თბილისის ,,ჰაიარტუნ“ ცენტრის ,,სურბ მოვსეს ხორენაცის“, ბათუმის ,,ალექსანდრე მანთაშიანც“ ცენტრის  1,,სურბ გრიგორ ლუსავორიჩის“ სახელობის საბავშვო ბაღები, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არაკოვას ,,ხრიმიან ჰაირიკ“ ცენტრში იმავე სახელწოდების საბავშვო ბაღი თავის აღსაზრდელებს 15 სექტემბრიდან მიიღებს.
ბუშტებითა და სათამაშოებით გაფორმებულ ოთახებში შესვლამდე, ლამაზი ჩაცმულობითა და ფერადი თაიგულებით,  სომეხმა პატარებმა თავიანთ მშობლებთან ერთად  ავლაბრის ,,სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში  მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობითა და სულიერ 3მსახურთა მონაწილეობით მიმდინარე დილის ღვთისმსახურებაში.
ღვთისმსახურების შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა საკუთარ კურთხევის სიტყვაში ყველას მიულოცა სასწავლო წლის დაწყება, ხაზი გაუსვა აღსაზრდელთა ყოველდღიურ მონაწილეობას ღვთისმსახურებაში, მათი სომხური სულისკვეთებით აღზრდასა და სომხურ სკოლაში სწავლის უპირატესობებს, წარმოადგინა მიმდინარე წლის სიახლეები და ბავშვებს, მათ მშობლებსა და 5მასწავლებლებს ჯანმრთელობა, საინტერესო და წარმატებული დღეები უსურვა.
შემდეგ პატარებმა ,,ჰაიარტუნ" ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ბავშვებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება  ცენტრის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა მიულოცა. მან აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღის ფუნქციონირების მიზანი, საქართველოში მცხოვრები სომეხი პატარას  სომხური სულისკვეთებით 6აღზრდა და მშობლიურ ენაზე სკოლაში გაძღოლაა, მანვე წარადგინა ბავშვთა აღზრდის მიმართულებები.
კარგად მომზადებული და ამაღლებული განწყობით დაიწყო ახალი სასწავლო წელი ასევე ბათუმის   ,,სურბ გრიგორ ლუსავორიჩის“ სახელობის საბავშვო ბაღში. ლამაზად გაფორმებულ ოთახებში პატარებს მასწავლებლები დახვდნენ. აჭარის, გურიის, იმერეთის სომეხთა და ბათუმის ,,სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა არარატ გუმბალიანმა მათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მილოცვა და მამობრივი კურთხევა გადასცა.  სულიერმა მამამ აღსაზრდელებსა და პედაგოგიურ კოლექტივს 7 სამუშაო წარმატებები უსურვა.
დამსწრეებს მისალოცი სიტყვით მიმართა  ,,ალექსანდრე მანთაშიანც“ ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვჰანისიანმა. უკანასკნელმა აღნიშნა, რომ გასულ წლებთან შედარებით, საბავშვო ბაღში მიღებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა, რაც მოწმობს ბათუმელი სომხების მხრიდან დღითიდღე ნაციონალიზმის გამოვლინებასა და პატრიოტიზმის  გამოღვიძებაზე.  ცენტრის დირექტორმა პედაგოგოურ კოლექტივს  სამუშაოების მაღალ 8დონეზე განსახორციელებლად ახალი სამუშაო ძალა და ენთუზიაზმი უსურვა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეს საბავშვო ბაღები სრული მზადყოფნით,   გაკვეთილების გამართული ცხრილით, პროფესიონალი პედაგოგიური შემადგენლობით შეუდგა მუშაობას. აქ მოსწავლეები იღებენ შემეცნებით და საგანმანათლებლო მზაობას, იძენენ ზოგად ცოდნას სულიერ აღზრდაში, იღებენ დაწყებით ცოდნას არითმეტიკაში, სწავლობენ წერა-კითხვას, სომხურს, ქართულს, ინგლისურს ასევე ცეკვას, სიმღერას, ფერწერას, ასრულებენ სხვადასხვა ხელსაქმეს.   საბავშვო ბაღებში დღე იწყება დილის 9 საათსა და 30 წუთზე და სრულდება 16 საათსა და 30 წუთზე.
აქვე დავძენთ, რომ 11 სექტემბრიდან სამუშაოები დაიწყო ყველა ცენტრის შემოქმედებით ჯგუფებში. საბავშვო ბაღსა და ცენტრების სხვადსხვა ჯგუფებში მიღება სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)