2018 წლის 26 აგვისტოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყლის აღმოჩენის ხსენების დღეს ხალხმრავლობა იყო ჯავახეთის სოფელ განძის „სურბ კარაპეტ“ ეკლესიაში. ხალხი მოსული იყო არა მხოლოდ სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიაზე დასასწრებად, არამედ იმ წირვაზე დასასწრებად, რომელიც აღავლინა ახლად დანიშნულმა მღვდლმა გევორგ ასატრიანმა. მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მსახურებაშია დანიშნული მამა გევორგი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განკარგულებით დაინიშნა ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძის „სურბ კარაპეტ“ ეკლესიის და მიმდებარე თემების სულიერ მოძღვრად. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით მამა გევორგმა პირველი წირვა აღავლინა. ესწრებოდნენ ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი, რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე სმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამსახურის უფროსი ჟორა სნხჩიანი, რაიონის გამგეობის განყოფილებების და სამსახურების ხელმძღვანელები. წირვის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მორწმუნეებს და რაიონის ხელმძღვანელობას წარუდგინა ახლად დანიშნული მღვდელი გევორგ ასატრიანი, როგორც გამოცდილი, ღვთისმოსავი და პასუხისმგებლობის მქონე პირი, ვინც ოჯახით უკვე დასახლდა სოფელ განძაში, იგი თემთან ერთად არის და უნდა გაიზიაროს მისი ავ-კარგი დღეები. ეპარქიის წინამძღვარმა დააფასა ასევე ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის არმაშ პოღოსიანის 11 წლის სულიერი მსახურება და ახლად დანიშნული მღვდლისადმი მისი ძმური მხარდაჭერა. წირვა გაიმართა ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის მგალობელთა გუნდის გალობით, წირვის უშუალო მონაწილე იყო მღვდელი არმაშ პოღოსიანი, დიაკვან ათანას კირაკოსიანის თანხლებით. მწირველმა მღვდელმა მამა გევორგმა სათანადოდ იქადაგა, მადლიერება გამოუხატა სრულიად სომეხთა კათოლიკოსსს, უწმინდესსა და უნეტარესს გარეგინ მეორეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღავრს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, ნინოწმინდის სულიერ მოძღვარს, რაიონის ხელმძღვანელობას, განძისა და მიმდებარე თემების მცხოვრებლებს და მორწმუნეებს წარუდგინა დღის საიდუმლო. წირვის დასასრულს რაიონის ხელმძღვანელებმა მადლიერება გამოუხატეს ეპარქიის წინამძღვარს, რაიონში მეორე მღვდლის დანიშვნისთვის, მას კეთილი მსახურება უსურვეს, ასევე გადასცეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ჰენზელ მკოიანის მილოცვა და კეთილი სურვილები. შემდეგ თემის ხელმძღვანელის ჰრაჰატ სირაკანიანის სახლში გაუმასპინძლდნენ სტუმრებს.
|