1geo

fb you od

თბილისის სომეხი ახალგაზრდების დაუვიწყარი დღეები სკაუტთა ბანაკში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 9-20 ივლისს,   საქართველოს სომეხთა ეპარქიის  ახალგაზრდული განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) 17-მა აქტივისტმა გოგო-ბიჭმა, რომან ვარდანიანის   ხელმძღვანელობით, ზაფხულის დასვენება გაატარა   სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის ლერმონტოვოს ველზე მდებარე  „ანდრნიკ“ სკაუტთა ბანაკში.   სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის   ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში   სკაუტთა ბანაკის ამ ეტაპში მონაწილეობდა 70 სომეხი ახალგაზრდა ირანიდან, ერაყიდან, სირიიდან, ლიბანიდან და საქართველოდან.      
სკაუტთა ბანაკი  იდეალური შესაძლებლობაა დედა სამშობლოში, ერთ ჭერქვეშ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დიასპორის სომეხ   ახალგაზრდებთან ურთიერთობის,  ერთად სხვადასხვა სირთულეების37580907 გადალახვის, დღის ბოლოს კი კოცონის გარშემო შთაბეჭდილებების გაზიარებისათვის. მხიარული  და საინტერესო იყო ბანაკის ყოველდღიური ცხოვრება: ის იწყებოდა დილის ვარჯიშით და    დროშის აწევის ცერემონიით, შემდეგ   საუზმე,   კარვის და ტერიტორიის დასუფთავება, ლაშქრობები, ლექციები, თამაშობები.
ცხოვრება აქ იმდენად მიმზიდველი და მხიარულია, რომ  თბილისელი სომეხი ახალგაზრდები სიამოვნებით ერთვებიან სკაუტთა ცხოვრებაში,   უპირატესობას ანიჭებენ დასვენებას ტყეში,     ჯანსაღი ცხოვრების წესით - ტყის მდელოზე გატარებას.
არმინე ღუშჩიანის, მარი ბაზალელის, ჯულიეტა ვირაბიანის და რომან ვარდანიანისთვის   ბანაკი ამ უღრან ტყეში წინა წლებში გაცნობილ და დამეგობრებულ ამხანაგებთან    შეხვედრის და   სახალისო დღეების გატარების ბედნიერი შესაძლებლობაა.  სახალისო იყო სხვადასხვა შეჯიბრებები, რომლებიც ეწყობოდა როგორც ფიზიკური ვარჯიშის, ასევე მხატვრული განვითარების მიზნით.
ყოველ საღამოს დანთებული კოცონი თავის გარშემო შემოიკრებდა სხვადახვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სომეხ ახალგაზრდებს და ბანაკი იქცეოდა მხიარულ 37536336დისკოტეკად, თავის სიმღერებით, მუსიკით და სახალისო თამაშობებით.
საქართველოს სომეხი   ახალგაზრდები, აქტიურად მონაწილეობდნენ  ბანაკის ცხოვრებაში და დაიმსახურეს ბანაკის დირექტორის, რაიმონდ ჰარუთუნიანის მაღალი შეფასება.    თბილისელი რაზმის წლის სკაუტის სახედ იქნა აღიარებული ანდრანიკ ოჰანიანი.
მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში „გარეგინ ა“ სასწავლო ცენტრში სკაუტთა ბანაკის წარმომადგენლები მიიღო  სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა,  უწმინდესმა და უნეტარესმა  გარეგინ მეორემ. უწმინდესის კურთხევის მოლოდინით, ბანაკის ხელმძღვანელმა, რაიმონდ ჰარუთუნიანმა ისაუბრა ბანაკის პატრიოტულ მისიაზე, წარმოადგინა სომხეთში ბანაკის მოწყობის მიზანი.
უწმინდესმა ხაზი გაუსვა სკაუტთა ბანაკის სომხეთში ჩატარების მნიშვნელობას, რითაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ  სომეხ ახალგაზრდებს 37421690შესაძლებლობა ეძლევა ერთმანეთის გაცნობის და სამშობლოს სიწმინდეებთან შეხების შესაძლებლობა. სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ სამშობლოში შეკრება მეტად გააძლიერებს მათ სულში პატრიოტობის გრძნობას და გაამყარებს ძლიერი და ნათელი სომხეთის  შექმნის ცნობიერებას. კათოლიკოსმა ასევე უპასუხა სკაუტთა შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა სახარებას, სომეხთა ეკლესიის ისტორიას და დოქტრინას.
სომხეთში გატარებული დღეების განმავლობაში ახალგაზრდებმა   მოინახულეს  სომხეთის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები.  
ორი დღის შემდეგ სულიერად და ფიზიკურად გაკაჟებული ახალგაზრდები ცრემლიანი თვალებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს, გაცვალეს მისამართები,     მომავალ წელს შეხვედრის მოლოდინით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)