2018 წლის 30 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის 2017-2018 სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ასევე უფროსი ჯგუფის გამოსაშვები ზეიმი იყო. დარბაზის საზეიმო მორთულობას სიმბოლური შინაარსი ჰქონდა, დღის საიდუმლო სომხური სულისკვეთებით აღსავსე იყო. მეთოჯინე არმენ ჰოვანისიანის შესრულებული ნახატი - არარატის მთა და სომხური ეკლესიის გამოსახულება, მშვიდობის მტრედებით, ერთგვარი მოწოდება იყო და ასევე იდენტობის შენარჩუნების შთაგონება. დარბაზის გაფორმების ჰარმონიულად ამაყად ისხდნენ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი უფროსი ჯგუფის აღსაზრდელები, მათ გვერდით - უმცროსი ჯგუფის ბავშვები. დარბაზში ხალხმრავლობა იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები, საბავშო ბაღის ყოფილი აღსაზრდელები, ეპარქიის მღვდელმსახურები, ეპარქიის საერო პერსონალი. ღონისძიებას თავიანთი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, რუსეთის ფედერაციის ქალაქ ნოვოსიბირსკიდან ჩამოსული, „ჰაიარტუნ“ ცენტრის დამფუძნებელ-ქველმოქმედის, ბორის სააკოვის თანხლებით. ზეიმი დაიწყო საბავშვო ბაღის აღსაზრდელების საუფლო ლოცვით და ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით. ღონისძიება გახსნა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის გამგემ, ევგენია მარკოსიანმა. მან მადლობა გადაუხადა ეპარქიის წინამძღვარს, ვისაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ჰყავს საბავშვო დაწესებულება და მხარს უჭერს მას. ევგენია მარკოსიანმა ისაუბრა იმ 21 კურსდამთავრებულზე, რომელთათვის განათლების სომხურად მიღება, სამწუხაროდ, შემოიფარგლება მხოლოდ საბავშვო ბაღით, ვინაიდან პატარების უმრავლესობა სწავლას გააგრძელებს არასომხურენოვან სკოლებში. მხიარულ ზეიმზე პატარების მიერ ლამაზ და გამართულ სომხურზე შესრულდა ლექსები და სიმღერები, ლამაზი ცეკვები, რამაც გამოიწვია დამსწრეთა აღფრთოვანება, რაც იყო შესრულებული დიდი სამუშაოს მოწმობა და ასევე არის საგზური დიდი ცხოვრებისკენ, ეროვნული ცნობიერებით. პატარებმა წარმოაჩინეს სომეხთა ეკლესიის, დედაენის და დედა სამშობლოს მიმართ სიყვარულით გამსჭვალული შეძენილი ცოდნა, უნარ-ჩვევები, რაც მათ ისწავლეს საბავშვო ბაღში დასწრებით და რაც მათ ასწავლეს მასწავლებლებმა მეტაქსია ღაზარიანმა, ანი ზეინალიანმა, ივეანე მკრტჩიანმა, ქორეოგრაფმა მარია აბულიანმა, ცეკვის მასწავლებელმა სურენ აბრამიანმა, ევგენია მარკოსიანის ხელმძღვანელობით. ღონისძიების შინაარსობრივი საყრდენი სომხეთი და დედაქალაქ ერევნის დიდებული იუბილე იყო. ზეიმი დასრულდა ლამაზი ფოიერვერკით. ბავშვებს ახალ, უფრო საპასუხისმგებლო ცხოვრებაში შესვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა ბორის სააკოვმა, ვინც წლების მანძილზე თბილისში ჩამოსვლას ამთხვევს საბავშვო ბაღის გამოსაშვებ ზეიმს, რათა კიდევ ერთხელ იხილოს „ჰაიარტუნ“ ცენტრის ნაყოფიერი სამუშაო, ნოვოსიბირსკში მსგავსი დაწესებულების დაფუძნების მოლოდინით. პატარებს კეთილი სურვილების თბილი სიტყვები უთხრეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერმა მეთვალყურემ მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა, მშობელმა ერნესტ ჰოვაკიმოვმა, ასევე დაფასების სიტყვით მიმართეს პადაგოგიურ პერსონალს, ძიძას - ლუსინე პოღოსიანს, რომლებიც დედობრივი მზრუნველობით ბავშვების აღზრდა-განათლებით არიან დაკავებულნი, მათ უნერგავენ მეგობრობის, სიკეთის, მზრუნველობის გრძნობას და ქრისტიანულ სიყვარულს. ზეიმი შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მადლიერება გამოუხატა ქველმოქმედს, თავისი ინიციატივისადმი ნდობის და ცენტრის მშენებლობის დაფინანსებისთვის. მეუფემ საბავშვო ბაღს უწოდა ასევე კულტურული გარემო, სადაც სხვა საგნების დაწყებით ცოდნასთან ერთად სიმღერით, ცეკვით და სხვადასხვა თამაშებით ბავშვი ეზიარება შობლიურ კულტურას, მშობლიურ ენას, ეპარქიის წინამძღვარმა დაფასების სიტყვით მიმართა მასწავლებლებს და მადლობის სიტყვა უთხრა მშობლებს, ბავშვების აქ მოყვანისთვის და სინანული გამოთქვა, რომ მათ სომხურ სკოლაში არ უნდა ისწავლონ. ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მამობრივი კურთხევით, გამოსაშვები ჯგუფის აღსაზრდელებს ქველმოქმედმა გადასცა სერტიფიკატები და სამახსოვრო ალბომები. „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში ჰაერში ბუშტების გაშვების შემდეგ, ბავშვებმა მიირთვეს ტრადიციული ტორტი. 7-წლიანი ისტორიის მქონე საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში ბავშვების დღე იწყება ლოცვით და სულიერი მამების კურთხევით, მასწავლებლების გაკვეთილებით და თამაშებით. საბავშვო ბაღში ბავშვების აღზრდა მიმდინარეობს ზოგადი უნარების, წიგნიერების, ელემენტარული არითმეტიკის, მხატვრული სიტყვის და სულიერი ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით. ბავშვების დღე საბავშვო ბაღში იწყება 9 საათსა და 30 წუთზე და გრძელდება 4 საათსა და 30 წუთამდე. დღის განმავლობაში უზრუნველყოფილია ბავშვების ერთჯერადი კვება.
|