2018 წლის 27 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალციხისა და ბორჯომის რაიონების სულიერი მეთვალყურის, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანის ორგანიზებით, მოეწყო მომლოცველობა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინისკენ. 80-მდე მორწმუნე სომეხმა სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის თბილი მიღება დაიმსახურა. შეხვედრა თბილი და კურთხეული იყო. დასასრულს მომლოცველებმა მიიღეს უწმინდესის კურთხევა. მორწმუნეები ეწვივნენ მთავარი საკათედრო ტაძრის მუზეუმს, იყვნენ ქალაქ ეჯმიაწინის სურბ გაიანეს მონასტერში, შემდეგ გაემგზავრნენ ერაბლურის პანთეონში. დღის მეორე ნახევარში, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროში გაიმართა ახალციხის სომხების შეხვედრა დიასპორის მინისტრ მხითარ ჰაირაპეტიანსა და საგარეო საქმეთა საკითხებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან არსენ ხარატიანთან. მინისტრმა ჰაირაპეტიანმა თბილად გაიხსენა ახალციხის 1918 წლის საგმირო თავდაცვითი ბრძოლა და უძველესი და მაღალღირებული სახარება, რომელიც ინახება სოფელ წუღრუთში, ახალციხის საგმირო ბრძოლას უწოდა სომეხი ხალხის ერთ-ერთი სიამაყე, წუღრუთის სახარებას - სომხური იდენტობის მრავლისმთქმელი სიმბოლო. დიასპორის მინისტრი თავის გამოსვლაში შეეხო საქართველოში არსებულ განათლების და კულტურის სფეროს პრობლემებს, ხაზი გაუსვა, რომ ისინი მუდმივად იქნება სამინისტროს ყურადღების ცენტრში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა არსენ ხარატიანმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველო-სომხეთის ურთიერთობები მაღალ დონეზეა და საქართველოს სომხები ხიდის როლს ასრულებენ სომხურ-ქართულ ურთიერთობებში. მან ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო უნდა ჩატარდეს, რომ არსებული ურთიერთობები გაღრმავდეს და მეტად ქმედითი გახდეს, ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ. შეხვედრაზე ახალციხის სულიერმა მეთვალყურემ, მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა და ანალიტიკოსმა- ჟურნალისტმა ედვარდ აივაზიანმა ისაუბრეს კულტურულ, საგანმანათლებლო და სასულიერო საკითხებზე, სათანადოდ წარადგინეს რაიონში არსებული ვითარება. თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დაარწმუნეს, რომ წამოწეული საკითხები იქნება მათი ყურადღების ცენტრში. შეხვედრის დროს ჯავახეთის დახმარების ფონდის დირექტორის მოადგილემ სამველ მკოიანმა წარმოადგინა ორგანიზაციის მიერ ჯავახეთში „არმათ“ საინჟინრო ლაბორატორიული ქსელის შექმნის პროგრამა, აღნიშნა, რომ შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში მიზნად ისახავენ მსგავსი ცენტრების გახსნას ახალციხის რაიონში. ჯავახეთის დახმარების ფონდის დირექტორის მოადგილემ მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი 7 ივლისს მიიწვია ჯავახეთში - ჯივანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. მორწმუნეთა მომლოცველობა დასრულდა წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსში ვიზიტით. ახალციხელები მადლიერებას გამოუხატავენ ბიზნსმენ და ქველმოქმედ ანდრანიკ ბაბოიანს, ვისი მატერიალური დახმარებითაც ჩატარდა მომლოცველობა დედა სამშობლოში.
|