1geo

fb you od

თბილისელი სომეხი მორწმუნეების მომლოცველობა გიუმრისა და მარმაშენისკენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

DSC05363საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილებისIMG 6313 ინიციატივით,  2018 წლის 16 ივნისს,    მოეწყო თბილისელი სომეხი მორწმუნეების   ერთდღიანი მომლოცველობა სომხეთის რესპუბლიკის შირაკის რეგიონის  სამლოცველოებისკენ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით და კეთილი   სურვილებით, 50-მდე სომეხი მომლოცველი  საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების    DSC05366დირექტორის, ვალერი ბადალიანის, ხელმძღვანელობით და დიაკვან გევორგ ანტონიანის წინამძღოლობით, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიიდან    გაემგზავრა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ გიუმრის  მე-18 DSC05387საუკუნეში აგებულ „იოთ ვერქ“ (შვიდი ჭრილობა) ყოვლისშემძლე ეკლესიისკენ.    
მომლოცველებს სურდათ   უფალთან  დაახლოება, სანთლების დანთება და ლოცვა.     ისინი მაღალ განწყობაზე იყვნენ,   გზაზე სიძნელეების გადალახვის მზაობით და  სასულიერო  ცერემონიებში მონაწილეობის სიყვარულით. IMG 6349
დღე განსაკუთრებული იყო, მომლოცველთა მიზანი იყო მონაწილეობა მიეღოთ სრულიად სომეხთა დღესასწაულში - წმინდა გრიგოლ განმანათლებლის წმინდა DSC05413ნაწილების აღმოჩენისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიაში. ისინი გიუმრიში ჩავიდნენ საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მონაწილეობა მიიღეს მონანიების  წესში და მიიღეს ზიარება. სულიერად განწმენდილებმა სანთლები დაანთეს და გულის წადილით ლოცვა აღავლინეს  სურვილების აღმასრულებელ უძველეს ეკლესიაში.     DSC05415
მომლოცველთათვის  საინტერესო და მომხიბლავი იყო ვიზიტი მარმაშენში. აქ მათ ლოცვა აღავლინეს მე-10 საუკუნეში აგებულ მთავარ IMG 6390საკათედრო ტაძარში, რომელიც თავის დროზე აერთიანებდა ხუთ ეკლესიას, დღეს მხოლოდ ორი ტაძარია შემორჩენილი, სადაც არ წყდება მომლოცველთა და ტურისტთა ვიზიტები, პერიოდულად იქ აღავლენენ საღმრთო ლიტურგიას და სრულდება  რიტუალები.   
თბილისელი სომხების მომლოცველობას ჰქონდა ასევე საერო დატვირთვა. სომხეთის რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ, მხატვარ სუსანა მკრტჩიანის მიწვევით ისინი ეწვივნენ ცნობილი მხატვრის მიერ დაარსებულ, ორმოცი წლის ისტორიის მქონე IMG 6365გიუმრის ესთეტიკურ ეროვნულ ცენტრს, რომელსაც თვითონ ცნობილი მხატვარი ხელმძღვანელობს.  ცენტრის შენობის წინ სტუმრებს დახვდნენ ცენტრის აღსაზრდელები, დირექცია მიესალმა სტუმრებს. გაიმართა კონცერტი.
შემდეგ თბილისელმა სომხებმა დაათვალიერეს ცენტრის  (1,200 კვადრატული მეტრი)  საკლასო ოთახები, დარბაზები და   კაბინეტები. ხელოვნების ეროვნული ცენტრის საქმიანობის მიზანია სომხური ეროვნული რეწვის  შენარჩუნება  და გავრცელება,  აქ ხელობისა და ხელოვნების DSC05435უნარ-ჩვევებს ეუფლება 450-მდე   3-18 წლის ასაკის აღსაზრდელი. დამთვალიერებლებმა, წარუშლელი შთაბეჭდილებებით და სიამაყის გრძნობით, მადლიერებით და კეთილი სურვილების სიტყვით, მიმართეს  ცენტრის ხელმძღვანელს, პედაგოგიურ პერსონალს  და განაგრძეს  გზა.    IMG 6392
მომლოცველებმა აღფრთოვანებით დაათვალიერეს და სიყვარულით გაიხსენეს შირაკის რეგიონის სოფელ ვაჰრამაბერდში მარმაშენის სამონასტრო კომპლექსის მეზობლად მკრტიჩ არმენის „ჰეხნარ აღბიურ“ ისტორიის საფუძველზე ზუსტად იმავე ადგილას და IMG 6408მისი ანოლოგიით აშენებული წყარო ჰეღნარი, რომლის საზეიმო ხელახალი გახსნა გაიმართა  სულ ერთი კვირის წინ. აღდგენილი და განახლებული ჰეღნარის წყარო, რომლის სიმბოლო ტრადიციული ოჯახური ერთგულების შენარჩუნებაა  ამბიციური და ზნეობრივი ნორმებით, ოსტატი მკრტიჩის სახით დღესაც გზავნილია სომხური ოჯახებისთვის.   
გვიან საღამოს, წარუშლელი შთაბეჭდილებებით, სურვილების ახდენის მოლოდინით, მომლოცველები დაბრუნდნენ თბილისში.   DSC05439
„იოთ ვერქ“ (შვიდი ჭრილობა) ეკლესია, რომელიც ცნობილია წმინდა მაცხოვრის  სახელით, გიუმრიში მდებარეობს. ეკლესიის ადგილას    XVII საუკუნეში კამსარაკანის მთავრების აშენებულ სამლოცველოში ინახებოდა "შვიდი ჭრილობის“  ხატი, ამიტომაც ახლად აშენებულ ეკლესიას უწოდეს     (1873-1884წწ.)   "შვიდი ჭრილობა". ის უნიკალურია იმით, რომ   აქვს ხუთი სხვადასხვა საკურთხეველი, რომლებიც გათვალისწინებული იყო სხვადასხვა რელიგიის თემებისთვის. ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ემსახურებოდა სომეხთა სამოციქულო  ეკლესიას, აქ  შეეძლოთ წირვა აღევლინათ მხოლოდ სომეხ მღვდელმსახურებს.    1988 წლის მიწისძვრის დროს დაზიანდა და ჩამოიქცა ეკლესიის ორი გუმბათი, ამჟამად ეკლესია აღდგენილია და მოქმედებს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)