2018 წლის 7 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის შეხვედრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვართან, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრი ციხელაშვილი მიესალმა სტუმრებს, ხაზი გაუსვა, რომ მოხარულია მათი ვიზიტისთვის და მზადაა მოუსმინოს და განიხილოს ყველა ის საკითხი, რაც აწუხებს საქართველოს სომეხთა ეპარქიას. ქალბატონმა ციხელაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა სომეხი ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა 1 +4 საგანმანათლებლო პროგრამაში, ასევე მათი ჩართვა გადამზადებისა და გამოცდილების მიღების სხვადასხვა პროგრამებში. სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ახალგაზრდები რეგიონებში დაბრუნების შემდეგ სარგებელს მოუტანენ ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრის დროს განიხილეს ეპარქიის წინამძღვრის მიერ წამოყენებული სამი ძირითადი საკითხი. პირველი კუმურდოს ეზოში გადმოსვენებულთა საფლავზე მემორიალის განთავსების საკითხი იყო, 2017 წელს მიღწეული სამმხრივი ზეპირი შეთანხმების თანახმად. მეუფე ვაზგენმა ინიციატივა გააჟღერა, რომ არ დაგვიანდეს საპატრიარქოს, მთავრობასა და ეპარქიას შორის ზეპირი შეთანხმების თანახმად წერილობითი მემორანდუმის გაფორმება, საკითხის შემდგომი გადაწყვეტის გასაადვილებლად. მეორე საკითხი ეხებოდა „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს ჰქონდა წინადადება - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სამინისტრომ, სახელმწიფო მინისტრის - ქეთევან ციხელაშვილის სახით, მონაწილეობა მიიღოს საკითხის სოლიდარობით და ურთიერთგაგებით გადასაწყვეტად. მესამე საკითხი ეხებოდა საქართველოში მოქმედ ფაქტობრივ სომხურ ეკლესიებს, რომელთა მთლიანი პაკეტი გადაცემულია მთავრობისთვის. ეპარქიის წინამძღვარმა სთხოვა სახელმწიფო მინისტრს შუამდგომლობა, რათა ეკლესიები სამართლებრივად დაუბრუნდეს საქართველოს სომეხთა ეპარქიას. შეხვედრის ბოლოს სახელწიფო მინისტრი დაჰპირდა მეუფეს, რომ შეისწავლის ამ სამ საკითხს, შემდეგ ისევ დაუბრუნდებიან მათ და დაეხმარება მათ გადაწყვეტაში. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხური სათვისტომოს ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველოს სახელმწიფოში არავის არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ მას უფლებები ელახება. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დაფასების სიტყვით მიმართა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, რომელმაც მოისმინა საკითხები, რომლებიც აღელვებს საქართველოს სომხურ სათვისტომოს და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საკითხებს სათანადო გადაწყვეტა ექნება. საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან, შეხვედრაზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრს თან ახლდა ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი.
|