სომეხ ხალხს თავის მდიდარ კულტურულ წარსულში ჰქონდა მდიდარი კალენდარი, მაგრამ სადღესასწაულო მრავალი დღე დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა და დარჩა წარსულში. ამაღლების ან კათნაპურის დღესასწაული აღინიშნებოდა აღდგომიდან ზუსტად 40 დღის შემდეგ, რაც იესო ქრისტეს ამაღლების გამოხატვაა ქრისტიანულ კალენდარში. ნინოწმინდის რაიონის სოფელ პატარა ხანჩალიში ის დაცულია და დღემდე აღინიშნება, იქცევა მომლოცველობის დღედ, სახალხო დღესასწაულად, რომელიც დღითიდღე უფრო მეტად ვრცელდება. ადგილობრივმა მცხოვრებმა, თბილისის ილიაუნის მაგისტრანტმა არმენუჰი პოდოსიანმა გადაწყვიტა საზეიმო ღონისძიებაში ჩაერთო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილება და „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფებიც. ჩანაფიქრის განსახორციელებლად მისმა პროექტმა დაფინანსება მიიღო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროდან. დღესასწაული მოძრავია და სოფელ პატარა ხანჩალიში მისი აღნიშვნა მიღებულია ივნისის პირველ კვირა დღეს. 2018 წლის 3 ივნისს, კათნაპურის დღესასწაული სოფელ პატარა ხანჩალიში განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნა. ზეიმს ესწრებოდა მრავალი მომლოცველი მიმდებარე რაიონებიდან და სოფლებიდან. მათ შეუერთდნენ ასევე ორგანიზატორები საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, პროგრამების კოორდინატორის, ნინა სეროპოვას, ქორეოგრაფიული ანსამბლის, „ტარონის“, ქორეოგრაფ სურენ აბრამიანის თანხლებით. მზადება ზეიმისთვის დაიწყო წინა დღეს. ტრადიციისამებრ შეარჩიეს ორგანიზატორი ბებია და ბაბუა. წელს ბაბუად აირჩიეს ანდრანიკ ავაგიანი, ბებიად - პროექტის ავტორი. დღესასწაულის ტრადიციაა წმინდა მთაზე ასვლა, ადგილობრივ სამლოცველოში - თევათოროსში, სანთლების დანთება, ლოცვა და მთის ფერდობზე წილისყრის ჩატარება - დაგვიანებული იმედისა და ოცნების ახდენის მოლოდინით. თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფი შეუერთდა ადგილობრივებს და სხვა მომლოცველებს, სიბნელისა და სიცივის უგულებელყოფით ავიდა წმინდა მთაზე. იქ სანთლები დაანთეს უძველეს და სურვილების შემსრულებელ სამლოცველოში, ილოცეს და განთიადზე დაეშვნენ დამრეცი მთის ფერდობზე. ამბობენ, დაბრუნების გზაზე ვისაც ფეხი დაუსხლტება და დაეცემა, მაგ წელს ის აუცილებლად ეღირსება თავის ბედნიერებას. დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლო ყვავილების დედისთვის სადღესასწაულო ყველაზე დიდი თაიგულის შეკვრაა ყვავილებით, რომელსაც აფარებდნენ წილისყრის ქვევრს. წმინდა მთის საპირისპირო ფერდობზე, ცივ წყაროსთან მთიდან ჩამსვლელებს ელოდებოდნენ ყვავილების დედა და წილისყრის ქვევრი. წილისყრამ ჩაიარა მხიარული სიმღერებისა და ტაეპების შესრულებთ, იმედისა და მიზნების ახდენის პროგნოზით. სადღესასწაულო დღე პატარა ხანჩალიში გაგრძელდა გაშლილ მინდორზე, მხიარული ცეკვით და სიმღერით, თბილისიდან ჩასული „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ტარონ“ ცეკვის ანსამბლის, სოლისტების ანა ბადალიანის, აიდა ბაზოიანის მონაწილეობით, რომელთაც შეუერთდნენ ადგილობრივი ნიჭიერი შემსრულებლები, ცეკვის ჯგუფი, საჯარო სკოლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ცეკვა-თამაშში ჩაერთო სოფლის მოსახლეობა, სტუმრები. უნდა აღინიშნოს, რომ შესრულდა ერზრუმის ცეკვები, რომლებიც პატარა ხანჩალიში დღემდე დაცულია და კულტურულ დიდ მემკვიდრეობას წარმოადგენს. აი ასე აღინიშნა კათნაპურის დღესასწაული ნინოწმინდის რაიონის სოფელ პატარა ხანჩალიში. პროექტის ავტორი, არმნუჰი პოდოსიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილება და „ჰაიარტუნ“ ცენტრი მადლობას უხდიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროექტის მხარდაჭერისათვის. კათნაპურის, ამაღლების ან ხალხში ვიჭაკი (წილისყრის) სახელწოდებით ცნობილი დღესასწაულია, რომელიც ერზრუმის სხვადასხვა სოფლებიდან გადმოსახლებული და აქ დასახლებული წინაპრების მიერ აღინიშნებოდა. დღესასწაული ისტორიულ სომხეთში აღინიშნებოდა არა მხოლოდ ერზრუმის, არამედ სხვა გუბერნიებშიც. უწინ ყველა ოჯახში იხარშებოდა კათნაპური (რძის ფაფა), ზოგიერთ ოჯახში რძის ფაფის ქვაბის ქვეშ, ცეცხლში წვავდნენ შვიდი ლოცვით განასკვულ ძაფს. ზოგან ერთობლივად ადუღებდნენ კათნაპურს, ყანაში რამდენიმე ჩამჩას ყანის გარშემო ასხამდნენ, შემოსავლის სიუხვის უზრუნველსაყოფად და ყანის სეტყვისგან და მავნე მწერებისაგან დასაცავად. დღეს პატარა ხანჩალიში რძის ფაფის ადუღების ნაცვლად ბატკნებს კლავენ, შესაწირისთვის. ძველად აღდგომიდან ამაღლებამდე რძის ფაფას არ ადუღებდნენ, რომ ძროხებს რძე არ დაკლებოდათ, კათნაპურის დღეს კი დიდი სიყვარულით შესაწირის მსგავსად რძიან ფაფას ურიგებდნენ ადგილობრივებს და სტუმრებს.
|