სიახლეები
|
ნამდვილად სადღესასწაულო იყო 2018 წლის 3 ივნისი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის განათლების, კულტურის და ახალგაზრდული ცენტრისთვის. აქ კარგად იყვნენ მომზადებულნი ერთდროულად სამი დღესასწაულის აღსანიშნავად, რელიგიური და ეროვნული დღესასწაულების გაერთიანებით. ეს წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხორ ვირაპის საპყრობილიდან გამოსვლის, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის და სომხეთის პირველი რესპუბლიკის 100 წლის დღესასწაულებია. დღე დაიწყო ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიით, რომელიც აღავლინა ღირსმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა. საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მღვდელმა სათანადოდ იქადაგა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის კალენდრის მნიშვნელოვანი დღესასწაულების შესახებ, ასევე ისაუბრა მათ ისტორიაზე. საზეიმო ღონისძიება გაგრძელდა ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრში. ღონისძიება გახსნა ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა, დამსწრეებს მიულოცა სომეხი ხალხის ცხოვრებაში გარდამტეხი, სარდარაპატის, ბაშ აპარანის და ღარაქილისის საგმირო ბრძოლების და სომხეთის პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი და სცენა დაუთმო შემოქმედებითი ჯგუფების აღსაზრდელებს და საკვირაო სკოლის მოსწავლეებს. შემდეგ გამოვიდნენ სიმღერის გუნდი „აღბიურ“, ცეკვის ანსამბლი „ჰეღნარ“. „სურბ მესროპ მაშტოც“ სკოლის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს პატრიოტული, ეროვნული მხიარული სიმღერა და ცეკვა, რითაც საზეიმო განწყობა შეუქმნეს დამსწრეებს. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ბათუმის სახალხო თეატრის მიერ წარმოდგენილმა ერთმა ეპიზოდმა სარდარაპატის საგმირო ბრძოლიდან. ღონისძიება დასრულდა ბათუმის "სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელების წარმოდგენილი პატრიოტული კომპოზიციით.
|