1geo

fb you od

„სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სულიერი, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის საქმიანობის ანგარიში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 26 მაისს, რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“    სულიერ, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა სომხეთის პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი   და ცენტრის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის ღონისძიება. DSC04880
ღონისძიებას    თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, დიაკვან გევორგ ანტონიანის, საინფორმაციო განყოფილების დირექტორის, სუსანა ხაჩატრიანის, და ოპერატორ-ფოტოგრაფ გევორგ ანტონიანის თანხლებით.   ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, მოსწავლეები, მშობლები და  სტუმრები.
ღონისძიება დაიწყო საუფლო ლოცვით და ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით. ღონისძიებაზე წარმოადგინეს ქალაქის 23-ე საჯარო ქართული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, ცენტრის აღსაზრდელის სერგო ზადოიანის ინიციატივით და აქტიური ახალგაზრდების, ვიქტორია სააკიანის, კრისტინა ტირობიანის, ანა IMG 4472ბადალიანის, არტურ საზვანძიანის,  დავით საზვანძიანის   და სხვ. მონაწილეობით ორგანიზებული პროგრამა - „ჩემი სომხეთი“, რომელიც მიეძღვნა დედა სამშობლოს.   IMG 4474
ლიტერატურული და მუსიკალური ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს სომხეთის ისტორიის ეპიზოდები,  გეოგრაფიული მდებარეობა, უძველესი ტაძრები და ეკლესიები, დედაქალაქები და რეგიონები. ღონისძიება ვერბალურად და ვიდეომასალით ლამაზი ტური იყო დედა სამშობლოში, მის  წარსულში,  აწმყოში,  დიდებული მომავლის ხედვით.  
ცენტრის აღსაზრდელები გამოვიდნენ ეკლესიის ჯვრის ნათლიის, გარი ნალბანდიანის, ნაჩუქი წმინდა გრიგორ ნარეკაცის გამოსახულებით და წარწერიანი მაისურებით, რაც ამშვენებდა მათ გამოსვლებს.  
შესრულდა  პატრიოტული ლექსები  სომხური პოეზიიდან, სომხური ნაზი ცეკვა. ღონისძიება ნამდვილად დედა სამშობლოსადმი სიყვარულის და სიამაყის IMG 4491გამოხატულება იყო.
ცენტრის  იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება  შთამბეჭდავი იყო. სულ რაღაც ერთი წლის ისტორია აქვს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქალაქ რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“    სულიერ, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრს. ამ პერიოდში კოსტავას 18 ნომერში მდებარე ცენტრის კარი ყოველთვის ღია იყო. აქ  ყოველდღიურად ტარდებოდა   სიმღერისა და ცეკვის, დოლის და დუდუკის წრეების, საკვირაო სკოლის  მეცადინეობები, ლექციები ახალგაზრდებისთვის, ღვთისმსახურება და საღმრთო ლიტურგია, აღინიშნებოდა   ეროვნული და რელიგიური დღესასწაულები, ეწყობოდა გამოფენები,  ფესტივალები, დაბადების ზეიმი IMG 4499...   ცენტრი გახდა ის  კერა, სადაც ხალხი იკრიბება, ერთმანეთს ეცნობა. მეგობრდებიან რუსთაველი სომხები, ეზიარებიან ეროვნულ   კულტურას, სწავლობენ მშობლიურ ენას, ლოცვას აღავლენენ სულის ძახილით.   
და აი მოვიდა შესრულებული სამუშაოს შედეგის ჩვენების დრო. საქმიანობის ერთი წლის აღსანიშნავი  საიუბილეო დღესასწაული ერთი წლის სამუშაოს ჩვენებად იქცა, „მოსავლის აღებად“, რაც უხვი იყო, აღევლინა საღმრთო ლიტურგია, „სურბ ეღიშე“ საკვირაო სკოლაში მასწავლებელ  მარგარიტა შატარევიანის წყალობით სხვადასხვა ასაკის რუსთაველი სომხურ წიგნიერებას ეუფლება, ინფორმაციას იღებს   ერის  სულიერი, კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ. სიმღერის გუნდის ქორმაისტერის, ინა დავითაშვილის ხელმძღვანელობით   პოლიფონიური შესრულებით ჟღერს სულიერი და საერო სიმღერები. „ნემრუთ“ ცეკვის ანსამბლი, IMG 4534სვეტლანა სელეპანოვას ძალისხმევით, ცეკვავს სომხურ „ქოჩარის“,  დუდუკის და დოლის ჯგუფები, მასწავლებლების, რობერტ კაშავანიძის და ივანე მკრტჩიანის ხელმძღვანელობით, გამოვიდნენ პროგრამული ნომრებით. ცენტრი ახორციელებს თავის მისიას, რაც მიმართულია   სულიერი,  კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის   შენარჩუნების,  განვითარების და ეკლესიის გარშემო კონსოლიდირებისკენ.   
ღონისძიების დასასრულს, სულიერი ცენტრის მეურვემ, ღირსმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა კმაყოფილების სიტყვით მიმართა ცენტრის პერსონალს, აღსაზრდელებს, მათ მშობლებს, ვისთვისაც ცენტრი იქცა  მშობლიურ სახლად, გამაერთიანებელ ცენტრად, ასევე სომეხთა ეკლესიის და სომხური სულისკვეთებით აღზრდის კერად.   
დასასრულს კურთხევით და დაფასების სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. ზუსტად ერთი წლის წინ შექმნილმა ცენტრმა სწორად ორგანიზებული საქმიანობით, მიაღწია რუსთაველი ახალგაზრდების კონსოლიდირებას, მათ ამხნევებს   სულიერი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. მეუფე ვაზგენმა გამოსვლა დაასრულა წრეების რაოდენობის გამრავლების ახალი პერსპექტივით  და რუსთავში სომხური კულტურის შენარჩუნების და ღირსეულად წარმოდგენის მოწოდებით.   
დღესასწაულის დასასრულს დამსწრეებს ტორტით გაუმასპინძლდნენ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)