1geo

fb you od

საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა 1+4 პროგრამის სტუდენტებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 42182018 წლის 24 მაისს,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ  კონკურსებში (ესეების,კალიგრაფიის და   ფერწერის)  გამარჯვებული სტუდენტების  დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა,   ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი  გიორგი კეკელიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები,   მოწვეული სტუმრები.IMG 4236
საქართველოს სომეხთა ეპარქიიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ   "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო და კულტურული ცენტრის  სულიერი ინსპექტორი მღვდელი კირაკოს სიმონიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე დიაკვანი გევორგ ანტონიანი, საინფორმაციო განყოფილების დირექტორი სუსანა ხაჩატრიანი და ოპერატორ-ფოტოგრაფი გევორგ პოღოსოვი.   
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა გამარჯვებულ  სტუდენტებს, ხაზი გაუსვა ქართული ენის ფლობის სურვილს და ქვეყნის სახელმწიფო ენაზე უმაღლესი განათლების მიღების მათ გადაწყვეტილებას. ქვეყნის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს არა მხოლოდ ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრირება სამოქალაქო საზოგადოებაში, არამედ ისინი  უნდა ჩაერთონ ქვეყნის აყვავებასა და პროგრესში, IMG 4244რომელიც უპირობოდ მათი დაბადების ქვეყანაა, თვითონ ისინი კი ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები.
დამსწრეებისთვის ნაჩვენები იქნა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების მიერ გადაღებული ვიდეოფილმი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100-ე წლისთავს, რის შემდეგაც წარმოადგინეს ქართულ ენაზე მომზადებული ლიტერატურული მონტაჟი.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს შერიგებისა IMG 4251და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ  ლია გიგაურმა სიგელებით და სპეციალური  პრიზებით დააჯილდოეს  კონკურსების მონაწილე   ეროვნული უმცირესობების 23 სტუდენტი, რომლებიც "1 + 4"    პროგრამით  სწავლობენ   თბილისის სახელმწიფო,   ილიას, პოლიტექნიკურ,  სამედიცინო    უნივერსიტეტებში, საქართველოს  შინაგან საქმეთა  სამინისტროს აკადემიაში, ახალციხის, გორის, ბათუმის, თელავის, სოხუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართულ ენაში  მომზადების პროგრამაზე მთელ საქართველოში.   
ღონისძიების შემდეგ სომეხი სტუდენტები გაესაუბრნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლებს, დაჰპირდნენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ საღმრთო ლიტურგიებსა და ეკლესიებში ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებში. ბოლოს სტუდენტებმა სურათები გადაიღეს   ეპარქიის წარმომადგენლებთან.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)