1geo

fb you od

საქართველოს სომეხმა ახალგაზრდებმა შემეცნებითი ვიზიტით გადაკვეთეს რიკოთის უღელტეხილი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

32926145საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული  განყოფილება ყოველწლიურად აფართოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მდებარე სულიერი და არქიტექტურული     ძეგლებისკენ შემეცნებითი ვიზიტების   გეოგრაფიას.  ამჯერად სომეხი ახალგაზრდების 32938346შემეცნებითი ვიზიტის მარშრუტი რიკოთის უღელტეხილის   გადაკვეთა იყო და საქართველოს იმერეთის  სულიერი ცენტრებისკენ  მომლოცველობა.
2018 წლის 19 მაისს, ეპარქიის  ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით  ჩამოყალიბებული მოხალისეების მომზადების  სასწავლო კურსის მონაწილეები,  რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის ცენტრის აქტივისტები, თბილისის სომეხი ახალგაზრდების წარმომადგენლები,   საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, და პროგრამების კოორდინატორის, ნინა სეროპოვას,  წინამძღოლობით გაემართნენ გელათის მონასტრისკენ.    
საქართველოს სომეხი ახალგაზრდების მოგზაურობა დაიწყო დილით ადრე, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიიდან. ორმოცამდე ახალგაზრდამ მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი კურთხევა და კეთილი სურვილები, გაემართა რიკოთისკენ.   
მშვენიერი იყო გზა, კერძოდ,   1982 წელს რიკოთის უღელტეხილით გახსნილი   1722 მეტრის სიგრძის საავტომობილო გვირაბი.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის  მონასტრებს შორის  შუა საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი  მონასტერი ქუთაისში, გელათის მონასტერი, 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია. გელათის მონასტერი დაარსდა 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ. მოგვიანებით ეს ტაძარი მავზოლეუმი გახდა. გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის   ან 33421596გელათის მონასტერში დაკრძალულია  საქართველოს მეფე და სომეხი ხალხის დიდი მეგობარი დავით აღმაშენებელი.
მე -16 საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე ტაძარი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოსის  რეზიდენცია, ასევე ქვეყნის  რელიგიური და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი.
ახალგაზრდებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მონასტრის   ყველა შენობა, მეხსიერებაში სამუდამოდ დააფიქსირეს უძველესი ნაგებობის  საოცარი   სტრუქტურა.
საინტერესო იყო ასევე ტყიბულის  მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთას სამონასტრო ანსამბლი. ეს მონასტერი უძველესი ქართული კულტურის ერთ-ერთი 33041384უმნიშვნელოვანესი ძეგლია ბუნების წიაღში. იგი აშენდა არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინე მხეიძეების მოწამებრივი სიკვდილის  შემდეგ, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად.   ძმებმა არჩიეს მოწამებრივი სიკვდილი სამშობლოს ღალატს,  ისინი დაკრძალეს მდინარე წყალწითელას ნაპირზე, სადაც შემდეგ მათ სახელზე ააგეს მოწამეთა ეკლესია.    ამ ეკლესიაში ძმების დავითისა და კონსტანტინე მხეიძის წმინდა ნაწილებია დასვენებული.
ახალგაზრდების  შემდეგი გაჩერება ქუთაისში ბაგრატის ტაძარში იყო, რომელიც ქალაქის უძველესი კულტურული ტრადიციის  მტკიცებულებაა. ბაგრატის ტაძარი აშენდა მე -11 საუკუნეში  ბაგრატ III- ის მეფობის დროს. ეს იყო გაერთიანებული საქართველოს სამეფოს მთავარი ტაძარი და 1003 წელს აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე.
სომეხთა ახალგაზრდების ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც პირველად იხილავდა ამ უძველეს   ისტორიულ-კულტურულ და სულიერ  ძეგლებს, კმაყოფილებით  აღნიშნა მსგავსი ვიზიტების მნიშვნელობა, ვინაიდან საქართველოში მცხოვრებ სომეხ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ მათი  ქვეყნის ისტორიულ და სულიერ  ფასეულობებს, ასევე მეგობრებთან ერთად გაზაფხულის ბუნების სიმშვენიერით ტკბებიან.   
დღის ბოლო   რელიგიური ძეგლთან საუფლო ლოცვის შემდეგ, ახალგაზრდების ჯგუფი მაღალი განწყობით და შემეცნებითი დიდი მუხტით დაბრუნდა თბილისში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)