სიახლეები
|
2018 წლის 22 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას ეწვივნენ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის არარატის საპატრიარქო ეპარქიის მასისის სოფელ მარმარაშენის მომლოცველები, სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის ღუკას ბალაინაის ხელმძღვანელობით. უძველესი და ყოვლისშემძლე ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, საეკლესიო ერთობის საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ღუკას ბალაიანმა. საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მღვდელმა სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოზე, სომხური სახალხო ლაშქრის და მხედართმთავრების ხსოვნის შესახებ, რომლებიც 1918 წელს სარდარაპატის საგმირო ბრძოლაში დაეცნენ რწმენისა და სამშობლოსთვის. სულიერმა მამამ დამსწრეებს მიულოცა სომხეთის პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის დღესასწაული, ზეცას შეევედრა წამებულთა კურთხევა მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინისა და სომხეთის, არცახის და მსოფლიოში გაფანტულ სომეხთა მშვიდობისა და შემოქმედი მუშაობისთვის, დამსწრეებს მოუწოდა გმირი წინაპრების მსგავსად თვალის ჩინივით გაუფრთხილდნენ დამოუკიდებელი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობას, თავი მიუძღვნან დამოუკიდებელი სამშობლოს პროგრესისა და კეთილდღეობის საქმეს. ღირსმა მამა ღუკასმა მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, ვინც სიყვარულით უმასპინძლა მომლოცველებს და მამობრივი კურთხევა უბოძა მათ. მარმარაშენის თემის მორწმუნეებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მომლოცველები მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. შემდგარი საუბრის დროს მეუფემ სტუმრებს წარუდგინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობის დასახული მიზნები, რომლებიც ხორციელდება თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მოქმედ სულიერ სამწყემსოებში. მეუფე ვაზგენმა ისაუბრა ასევე სომხეთისა და საქართველოს ისტორიაში პირველი რესპუბლიკების როლსა და მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობას. ეპარქიის საეპისკოპოსომ და თბილისის მორწმუნეებმა მოაწყვეს მომლოცველთა გამასპინძლება.
|