1geo

fb you od

გუნდი "ტფღისი“ საპატიო მეორე ადგილზეა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 11-12 აპრილს,  ახალქალაქის  საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა  "ერთი ერი, ერთი მუშტი"   ინტელექტუალური შეჯიბრი. იგი მიეძღვნა სომხეთის პირველი რესპუბლიკის და მაისის  გმირული ბრძოლების 100 წლისთავს. კონკურსი იყო გუნდური და მოითხოვდა    ინტელექტუალურ ლოგიკას. კითხვები ეხებოდა სომხეთის ისტორიას, სომხურ ლიტერატურას და სომხურ  ხალხურ  სიმღერასა და ცეკვას.
კონკურსის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო  ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრი, სომხური დახმარების კავშირის ჯავახეთის ფილიალის  თავმჯდომარის კარინე თადევოსიანის ხელმძღვანელობით. კონკურსში    მონაწილეობდნენ რეგიონის სათემო გუნდები.  
"ერთიანი ერი, ერთი მუშტი" ინტელექტუალურ კონკურსში პირველად მონაწილეობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  "ჰაიარტუნ" ცენტრის გუნდი „ტფღისი“. გუნდის შემადგენლობაში ჩართულნი იყვნენ ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ და „სურბ ეღია მარგარე“  საკვირაო სკოლების მოსწავლეები.   IMG 2935
 სასწავლო პერიოდის განმავლობაში ნასწავლი  სომხეთის ისტორიის, ლიტერატურის, ქორეოგრაფიის ისტორიის ცოდნა გახდა ბავშვების საკუთრება, ეს უკვე გამარჯვებაა, - კონკურსის გახსნის სიტყვაში განაცხადა ქალბატონმა კარინემ. კონკურსი ორ ეტაპად გაიმართა. პირველი ეტაპის მონაწილე 6 გუნდიდან სამი გავიდა ფინალურ ეტაპში.    
12 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი კურთხევით, გუნდი „ტფღისი“ განათლების განყოფილების დირექტორის, ევგენია მარკოსიანის, სომხეთის ისტორიის მასწავლებლის, რევიკ კარაპეტიანის და ქორეოგრაფ სურენ აბრამიანის ხელმძღვანელობით ჩავიდნენ ახალქალაქში და ჩაერთნენ თამაშში.
კონკურსის გახსნაზე  მონაწილეებმა გამართეს სომხური ცეკვა და სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნის შესრულების შემდეგ გამოცხადდა კონკურსის  დასაწყისი. ყველა გუნდი გამოვიდა ისტორიული სომხეთის  სხვადასხვა რეგიონების სახელწოდებებით. კითხვებს ირჩევდნენ წილისყრით. მონაწილეებმა წარმოაჩინეს ცოდნა ზემოჩამოთვლილ საგნებში. 32280215გუნდების გამოსვლებს აფასებდა სპეციალისტებისგან  შემდგარი ჟიური.  
გუნდი „ტფღისი“ კონკურსს შეუერთდა ნახევარფინალში, ერთ დღეში ეთამაშა ბარალეთის საჯარო სკოლის და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის გუნდებს.   
ტფღისელები  ფინალში შეხვდნენ გუნდებს „აბული“ და ახალქალაქის რაიონის გუნდს „ერზრუმი“ და დაიკავეს მეორე საპატიო ადგილი.  
კონკურსი დასრულდა  ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის გუნდის - "აბულის", გამარჯვებით.
თბილისელებისთვის კონკურსი   გახდა არა მხოლოდ  ცოდნის ტესტირება, არამედ    ახალი მეგობრების შეძენის  და ნაცნობობის დამყარების საშუალებად.
ჯავახეთში  ორდღიანი ვიზიტის დღეებში თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები გაჩერდნენ ფარავნის ტბის პირას, ეწვივნენ ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმს, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“  ეკლესიაში მონაწილეობა მიიღეს წირვაში და ტოლმის ფესტივალში, იყვნენ რაბათში, ხერთვისის ციხეში და ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ სომხურ ეკლესიაში.    
"ერთი  ერი, ერთი მუშტი" რეგიონალური ინტელექტუალური კონკურსი დასრულდა, მონაწილეებს აჩუქა  დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, ახალი ნაცნობები და მრავალი მეგობარი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)