1geo

fb you od

სომხური ტოლმის სურნელი გავრცელდა ახალციხეშიც PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 16 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი 3ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით,  ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში პირველად გაიმართა ფესტივალი „სომხური ტოლმა“.   ფესტივალი  ორგანიზებული იყო ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის ქალთა კავშირის მიერ, მღვდლის მეუღლის ანაჰიტ ვარდანიანის თავმჯდომარეობით. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სომხური ტოლმის 20 სახეობა, რომელიც სიამოვნებით დააგემოვნეს დამსწრეებმა. ფესტივალის დასამშვენებლად გამოვიდა ახალციხის სულიერ ინსპექციასთან მოქმედი „ახალციხის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი“.    
1ფესტივალი ჩატარდა 2011 წელს პირველად „სომხეთის კულინარიული ტრადიციების განვითარების და შენარჩუნების არასამთავრობო ორგანიზაციის“ მიერ. ფესტივალის მიზანია უზრუნველყოს სომხური ტრადიციული კერძის - ტოლმის,   პოპულარიზაცია და არამატერიალური ფასეულობების განმტკიცება.  2 
ახალციხის სულიერმა ინსპექციამ ფესტივალის ყველა მონაწილეს გადასცა სიგელი და აჩუქა სამზარეულოს წინსაფარი.  
 სულიერი ინსპექცია, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანის, ახალციხის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის მღვდელ თორგომ ვარდანიანის და მღვდლის მეუღლის ანაჰიტ ვარდანიანის სახით, დიდ  მადლობას უხდის სომხური ტოლმის ფესტივალის ყველა მონაწილეს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)