1geo

fb you od

ფილმის პრეზენტაცია ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 6 მაისს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის  ბათუმის "სურბ ფრკიჩ“  ეკლესიაში გაიმართა „და იდგა შავი  ზღვის სანაპიროზე ტაძარი“ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია.   ფილმი გადაღებულია Agora-Georgia- ვიქტორია მაქსოევა“ ორგანიზაციის ინიციატივით,1   საქართველოს სომეხთა ეპარქიის და    ბათუმის "სურბ ფრკიჩ“  ეკლესიის სულიერი მოძღვრის მხარდაჭერით.   ფილმის ავტორები არიან ვიქტორია მაქსოევა და გარიკ აბელიანი.
ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოს სომეხთა ეპარქიის    მრავალ  ეკლესიასთან ერთად   "სურბ ფრკიჩ“  ეკლესიაც იქნა ჩამორთმეული ხელსისუფლების მიერ და აღარ ემსახურებოდა თავის მისიას, გადაიქცა საწყობად,  ობსერვატორიად და   ვიდეოჩანაწერების სალონად.   
ერის დიდი ქველმოქმედის, ალექსანდრე მანთაშიანცის მფარველობით,    1898 წელს აშენებული ეკლესია 1992 წელს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით დაუბრუნდა საქართველოს სომეხთა ეპარქიას და  კვლავ დაიწყო თავისი მისიის შესრულება.   
2ყოველწლიურად ვითარდება და ფართოვდება ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის საქმიანობა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ასრულებს ღვთის და სარწმუნოების სახლის  ფუნქციებს და სომეხთა ეკლესიის კანონიკით განსაზღვრულ  ყველა რიტუალს და ცერემონიას.  ეკლესია ასევე ასრულებს აჭარის სომხების რწმენასთან დაახლოების, ეკლესიის გარშემო კონსოლიდირების, ეროვნული სულისკვეთების შთაგონების, ენისა და კულტურის შენარჩუნების სანუკვარ მისიას.   
აღვნიშნავთ, რომ ოპერატორ სეირან ბაროიანის და ალექსანდრე მანთაშინცის ცენტრის მასწავლებლის მარიეტა აბეთიანის და სხვა ბათუმელების მხარდაჭერით3 ფილმში გამოყენებულია უნიკალური კადრები.    
პრეზენტაციის  ბოლოს დამსწრეებს თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს  ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ეღიშე სარგსიანმა, ვიქტორია მაქსოევამ, სონა ჰოვანისიანმა და სხვებმა.  
ღონისძიება შეაჯამა მამა  არარატ გუმბალიანმა, დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და თბილი სიყვარული. ღირსმა სულიერმა მამამ მაღალი შეფასება მისცა ფილმის ღირსებებს და მადლიერების სიტყვით მიმართა გადამღებ ჯგუფს, აღნიშნა, რომ ეს ფილმი იქცა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის    ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სავიზიტო ბარათად.   
ბოლოს ადგილობრივი სომხების სულიერმა მოძღვარმა გადამღებ ჯგუფს გადასცა საჩუქრები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)