1geo

fb you od

გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ღონისძიებები ნინოწმინდის რაიონში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 22 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“   საგანმანათლებლო, 1კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღნა სომეხთა გენოციდის მსხვერპლი გენიალური პოეტების - დანიელ ვარუჟანის, სიამანთოს, რუბენ სევაკის და სხვათა უკვდავ პოეზიას, რომელიც ჩვენი ლიტერატურის სიამაყეა. ამ ყველაფრის გვირგვინი კი ნოსტალგიის გენიალური მწერალი ვილიამ საროიანი გახლდათ, როგორც განსახიერება ჩვენი ეროვნულ ტრაგედიისა, როგორც სიკეთის, ადამიანურობის, სომხური მარადიულობის  მქადაგებელი.
ცენტრის მხატვრული კითხვის „პარნას“ კლუბის წევრებმა (ხელმძღვანელი: სათიკ სნხჩიანი) ღონისძიების დროს არა მხოლოდ წარმოადგინეს გენოციდის მსხვერპლი ბრწყინვალე პოეტები,  მათი განვლილი ლიტერატურული გზა, არამედ ვილიამ საროიანის - მსოფლიო ლიტერატურის ამ დიდებული წარმომადგენლის, მთელი ჰუმანიზმი და სიყვარული, რომელიც გამოხატულია მის  გამონათქვამებში, პიესებსა და მოთხრობებში.
2ღონისძიების წარმატება მეტწილად განპირობებული იყო არა მხოლოდ დეკლამატორთა ოსტატობით, არამედ გემოვნებიანი მუსიკალური გაფორმებით, რომელიც უზრუნველყო ცენტრის გუნდის ხელმძღვანელმა ირინა ღარსლიანმა.   
ღონისძიების მონაწილეთა მისამართით ქების სიტყვა წარმოთქვეს ცენტრის ხელმძღვანელმა ჟორა სნხჩიანმა და რაიონის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა. 4
23 აპრილს, სომეხთა გენოციდის 103-ე წლისთავის წინა საღამოს, ნინოწმინდის განათლების, კულტურის და ახალგაზრდული ცენტრის პედაგოგიურმა კოლექტივმა და მასწავლებლებმა, „ზორი ზორიან“ ახალგაზრდული კავშირის წინამძოლობით, მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ ჩირაღდნებიან სვლაში.
მსვლელობა დაიწყო ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრიდან, მსვლელობის მონაწილეები სკანდირებით - „სომეხთა გენოციდის ცნობა“, „დაგმობა“ და 5„კომპენსაცია“ , დაიძრნენ „სურბ სარგის“ ეკლესიისკენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც მიეძღვნა უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას, სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულთა სულების სიმშვიდისთვის. ეკლესიის ეზოში მსვლელობას შეუერთდა მრავალი ადამიანი, აანთეს „უკვდავების“  ჩირაღდნები და დაიძრნენ ნინოწმინდის ახალგაზრდული 6სასახლისკენ, მსვლელობის მონაწილეები აფრიალებდნენ საქართველოს და სომხეთის დროშებს,   ხელთ ჰქონდათ პლაკატები, წარწერებით  - „დიდი გენოციდი ელის თავის სამართლიან სასამართლოს“, „უარყოფა გენოციდის გაგრძელებაა“.      
24 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა  მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია, რომელსაც ესწრებოდნენ რაიონის თანამდებობის პირები, ხელმძღვანელები, საზოგადოების წარმომადგენლები. წმინდა ცერემონიის შემდეგ პროცესია, მღვდელმსახურთა წინამძღოლობით,  დაიძრა    სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარისკენ, სადაც ილოცეს და ყვავილებით შეამკეს მემორიალი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)