1geo

fb you od

სომეხთა გენოციდის 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალქალაქსა და მიმდებარე სოფლებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1სომეხთა გენოციდის 103-ე  წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალქალაქში   დაიწყო ჩირაღდნებიანი სვლით, რომელიც  ტრადიციისამებრ   ორგანიზებული იყო ახალქალაქის „ზორი ზორიანის“ ახალგაზრდული ცენტრის მიერ.1
2018 წლის 23 აპრილს, ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდა თუ ასაკოვანი, ჩირაღდნებით ქუჩაში იყო გამოსული.  სვლა დაიწყო  ახალქალაქის ციხის ტერიტორიიდან, სვლას უძღვებოდა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის თანაშემწე-მოძღვარი, დეკანოზი ეღიშე არუთუნიანი. სვლა დაიწყო საუფლო ლოცვით,  მიდიოდნენ ჩირაღდნებით განათებული გზით,  აჟღერებდნენ მოწოდებებს - „აღიარება“, მივიდნენ „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში, სადაც  წმინდა წამებულთა სახელზე ლოცვა   აღევლინა, შემდეგ აღინიშნა, რომ წამებულთა წმინდანად შერაცხვის შემდეგ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღე აღარ არის გლოვის დღე, ამიტომაც გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღეს სომეხთა ეკლესიებში პანაშვიდის ნაცვლად ამიერიდან 2აღევლინება საღმრთო ლიტურგია.
24 აპრილს, წმიდა მოწამეთა ხსოვნის დღეს, ახალქალაქის ეთნიკურად სომეხმა მცხოვრებლებმა   „სურბ ხაჩ’ ეკლესიაში მონაწილეობა მიიღეს საღმრთო ლიტურგიაში, 3რომელიც აღავლინა დეკანოზმა ეღიშე არუთუნიანმა. ცერემონიას ესწრებოდნენ:     საქართველოს პარლამენტის წევრი ჰენზელ მკოიანი, რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ქალაქის მერი იურიკ უნანიანი, სხვა თანამდებობის პირები, სხვადასხვა დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საზოგადოების წარმომადგენლები.
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მორწმუნეთა პროცესიამ, სულიერი მამების წინამძღოლობით, გადაინაცვლა ეკლესიის ეზოში სომეხთა 4გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქართან, სადაც წმინდა წამებულთა სახელზე ლოცვა აღავლინეს.    
ცერემონიის შემდეგ ახალქალაქის “სურბ ხაჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა, იქადაგა დღის 5საიდუმლოზე. ქადაგებისას მღვდელმსახურთა და მრევლის სახელით მოწოდებით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ცნოს და დაგმოს სომეხთა გენოციდი.   
 ცერემონიის ათასობით მონაწილე   საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. შემდეგ დაათვალიერეს ეზოში ორგანიზებული გამოფენა. მთელი დღე არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ეკლესიისკენ. ახალქალაქის ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურის პერსონალი, 6სკოლების და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებთან ერთად მოდიოდნენ, ქედს იხრიდნენ და ყვავილებით ამკობდნენ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარს.  
დღე იყო მნიშვნელოვანი იმითაც, რომ რუსეთში  მცხოვრებმა ლუდვიგ თუმასიანმა „სურბ ხაჩ“ ეკლესიას აჩუქა „წმინდა წამებულთა“ ხატი .
სომეხთა გენოციდის 103-ე წლისთავთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა არაკოვას „სურბ გევორგ“ და ხანდოს „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში და ადგილობრივ მოსწავლეების ძალებით გაიმართა ხსოვნის ღონისძიებები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)