2018 წლის 18 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა ეპარქიის ეგიდით მოქმედი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებსა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის პერსონალთან. შეხვედრას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერი ინსპექტორის, მღვდელ მანუკ ზეიალიანის თანხლებით. შეხვედრას ესწრეობდნენ თბილისის 104-ე საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ჟამკოჩიანი, 103-ე ქართულ-სომხური სკოლის დირექტორის მოადგილე ჰასმიკ პაპიანი, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გაიანე მხითარიანი, მასწავლებლები, მშობლები. შეხვედრა დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით. შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა წარმოადგინა შეხვედრის მიზანი - საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელების სომხურ სკოლაში გაძღოლა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ისაუბრა არაქართველი მოსახლეობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების კეთილგანწყობას, ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მუდმივ მხარდაჭერას ხელისუფლების მხრიდან, როგორც საშუალო განათლების, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების გზაზე. ეპარქიის წინამძღვარმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს 122 სომხური სკოლა, ორი დედაქალაქშია, მაგრამ ამ სკოლებში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობაა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ტკივილით დააფიქსირა, რომ სომხურ ენაზე სწავლებით მთელი რიგი სკოლა თბილისში, ბათუმში დაიხურა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მოსწავლე არ ჰყავდა. - დღესაც ბევრი სომეხი, ისევე, როგორც საბჭოთა ხელისუფლების დროს, ისწრაფვის ბავშვების უცხოენოვან სკოლაში მიყვანას. თბილისის რუსულ სკოლებში როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების უმრავლესობა სომეხია, სომხურ სკოლებში კი - მოსწავლეების მერხები ცარიელია. უცხოენოვანი სკოლა შთანთქავს მოსწავლეებს, მათ აშორებს ერს და ეროვნულს, რაც შესამჩნევი ხდება მრავალი წლის შემდეგ, როდესაც აღიქმება რელიგიის, კულტურის, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების განსხვავება. ამრიგად, სომეხი შორდება თავის ფესვებს, თავის სარწმუნოებას, ცხოვრების სტილს, თავის სახეობას, ხდება ნახევრად ადამიანი, - თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ეპარქიის წინამძღვარმა. მეუფე ვაზგენმა ისაუბრა „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის შესახებ, რომლის აღსაზრდელები გამოირჩევიან თავიანთი ცოდნით, ისინი ფაქტობრივად დაწყებითი სკოლის პროგრამა შესწავლილი, მთლიანად მომზადებული შედიან სკოლაში, თუმცა, უცხოენოვან სკოლაში ყველაფერი დავიწყებას მიეცემა, იკარგება. ეპარქიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა ასევე ზნეობრივ-ფსიქოლოგიური გარემოს გავლენას, რომელიც სომეხ ბავშვს აღზრდის სიამაყის, პატრიოტიზმის, თავისუფალი და დამოუკიდებელი სულისკვეთებით. ენების ცოდნის თვალსაზრისითაც სრულიად გამართლებულია სომხური სკოლა, სადაც მოსწავლეები სრულად ეუფლებიან სომხურ, რუსულ, ქართულ და უცხო ენებს, ამის უამრავი მაგალითია. "ჰაიარტუნ" ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა ისაუბრა იმ ცოდნაზე, იმ სწორ აღზრდაზე და იმ მზრუნველობაზე, რითაც გარემოცულნი არინ როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე პედაგოგიური პერსონალის მხრიდან, ხაზი გაუსვა ბავშვების უსაფრთხოებას. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სომხური სკოლების ხელმძღვანელები. სომხური 104-ე და ქართულ-სომხური სკოლის სომხური სექტორი მოქმედებს კარგ პირობებში, უზრუნველყოფილნი არიან სწავლა-სწავლებისთვის საჭირო ყველა პირობით, გარემონტებულია, აქვს გათბობის სისტემა და შესაბამისი ფართი, ყოველ წელს ჰყავს მედალოსანი კურსდამთავრებული. ორივე სკოლის კურსდამთავრებულების უმეტესი ნაწილი ირიცხება უმაღლესში და ამთავრებს კარგი აკადემიური მოსწრებით. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი, განათლების განყოფილების დირექტორი ეცგენია მარკოსიანი, მათ განსაკუთრებული ხაზი გაუსვეს იმას, რომ სომხური სკოლები იხურება მოსწავლეთა კონტინგენტის შემცირების გამო და ამას სრულიადაც არ ამართლებს ის გარემოება, რომ მშობლები არ ფლობენ სომხურს. მშობლები ცდილობდნენ გამოსვლებში გაემართლებინათ ბავშვების რუსულ ან ქართულ სკოლაში შეყვანის თავიანთი განზრახვა, არ ეთანხმებოდნენ რა მაგ აზრს, ხვდებოდნენ მშობლიურ, მესროპისეულ სომხურ ენაზე განათლების უპირატესობის მტკიცებულებებს. შეხვედრა შედგა და უკვე მშობელზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ შევახსენოთ, რომ განათლების კერის დახურვა ძალიან ადვილია, სამშობლოს ფარგლებს გარეთ მისი ხელახალი გახსნა და შენარჩუნება ძალზედ ძნელი.
|