1geo

fb you od

წმიდა აღდგომის დღესასწაულის წარმოდგენა მოსწავლეების მიერ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 15 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში მსოფლიო ქრისტიანთა სამლოცველოს კვირას  (მწვანე კვირა) საღმრთო ლიტურგიის   შემდეგ, რომელიც აღავლინა ღირსმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, დედაქალაქის 104-ე სომხური საჯარო სკოლის (დირექტორი: ირინა ჟამკოჩიანი)    მეორე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა წმინდა აღდგომისIMG 1666 დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება.    
საზეიმო ღონისძიებაში ჩართული იყო მთელი კლასი.   ლამაზ სომხურ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები ჩამწკრივდნენ საკურთხეველთან და საუფლო ლოცვა აღავლინეს, რის შემდეგაც ლამაზი მონტაჟი წარმოადგინეს, რომელიც მიეძღვნა დიდი მარხვიდან ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე პერიოდს.   
მოსწავლეებმა ისაუბრეს დიდი მარხვის კვირებზე, ვნების კვირის დღეების საიდუმლოზე. ქებას იმსახურებდა მასწავლებლის, ნანა IMG 1678ბაღდასარიანის, შესრულებული სამუშაო.  ბავშვებმა წარმოაჩინეს რა ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი დღესასწაულის აზრი და შინაარსი, პარალელურად წარმოაჩინეს ხალხური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. მომზადებული ჰქონდათ დიდი მარხვის სიმბოლური თოჯინა - აკლატიზი. მოსწავლეებმა აკლატიზზე, რომელიც მატერიალურად წარმოადგენდა ერთ ხახვს, ჩაარჭეს შვიდი IMG 1684ბუმბული, ლამაზი დეკლამაციით ისაუბრეს ყოველი ბუმბულის მნიშვნელობაზე.  
მივიდნენ რა ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე, წარმოადგინეს კვერცხის შეღებვის, ფლავის მომზადების, თევზის მოხარშვის და ღვინის სმის  მნიშვნელობები.
ღონისძიება კურთხევის სიტყვით შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა, მანუკ ზეინალიანმა, დამსწრეებს გადასცა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის   მამობრივი კურთხევა და თბილი  სიყვარული. მაღალი შეფასება მისცა ღონისძიების ორგანიზებას და ეკლესიაში მისი ჩვენების მიზანს - ბავშვების ეკლესიასთან დაახლოების, რწმენით აღზრდის მნიშვნელობას. ასევე მადლიერების სიტყვით მიმართა სკოლის დირექციას, დირექტორის, ქალბატონი ირინა ჟამკოჩიანის სახით, მასწავლებელ ნანა ბაღდასარიანს და მეორე კლასის მოსწავლეთა მშობლებს, ვისი მხარდაჭერით და მზაობით მეორე კლასელთა ძალებით ასე ლამაზად წარმოდგენილ იქნა  ბრწყინვალე აღდგომა.   
ღონისძიების დროს შესრულდა ბრწყინვალე აღდგომისადმი მიძღვნილი სიმღერა და მუსიკა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)