1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაცია მიიღო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 15 აპრილს, ქალაქ ფოთის   დღესასწაულის ფარგლებში,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა  თავის რეზიდენციაში მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაცია.
მიტროპოლიტი მიესალმა ეპარქიის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში იყვნენ  აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი, მღვდელი არარატ გუმბალიანი, ეპარქიის სამართლებრივი და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი, "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის იურისტი ჟანა ავეტისოვა,   ოპერატორ-ფოტოგრაფი სეირან ბაროიანი. მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოკითხვა გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, ვისთანაც მას აკავშირებს  ქრისტიანული სიყვარული და ძმური მეგობრობა.1
რეზიდენციის დათვალიერებისას,  საქართველოს ეკლესიის მიტროპოლიტმა  თბილად გაიხსენა მისი ვიზიტი მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში და შეხვედრა სრულიად სომეხთა კათოლიკოსთან, სიამაყით აჩვენა სტუმრებს   სრულად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესისგან საჩუქრად მიღებული სამკერდე საეპისკოპოსო ნიშანი, ისაუბრა სომხურ- ქართულ საუკუნოვან მეგობრობაზე და ეკლესიების თანამშრომლობაზე.
ღირსმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის   მილოცვა გადასცა მიტროპოლიტ გრიგოლს წმინდა აღდგომის დღესასწაულთან, ქალაქ ფოთის დღესთან დაკავშირებით, ასევე ეპარქიის წინამძღვრის სიყვარული და კეთილი სურვილები.
შემდეგ გაიმართა საუბარი, რომლის დროსაც მიტროპოლიტმა გრიგოლმა სტუმრებს უამბო   ფოთისა და ხობის ეპარქიის საქმიანობის, სულიერი პროგრესის და გადასაჭრელი პრობლემების შესახებ.  ისაუბრა რა   სულიერი და საგანმანათლებლო საქმიანობის და პასტორალური მსახურების შესახებ, განსაკუთრებული ხაზი გაუსვა  თეოლოგიურ-ფილოსოფიური უნივერსიტეტის დაფუძნებას,  რომელსაც აქვს სახელმწიფო საგანმანათლებლო კერის სტატუსი, მაგრამ მოქმედებს სასულიერო ეპარქიის ეგიდით.   
2საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციის წევრებმა წარმოადგინეს სომხური სასულიერო ეპარქიის საქმიანობა, ეპარქიის ეგიდით მოქმედი ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის და საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონების  სულიერი, საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდობის ცენტრები, მათ ფარგლებში და ეპარქიის ეგიდით გამართული სასულიერო-აღმზრდელობითო მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები.
საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიის მიტროპოლიტმა და საქართველოს   სომეხთა ეპარქიის დელეგაციამ ხაზი გაუსვეს ორ ეპარქიებს შორის არსებულ თბილ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს.
მამა არარატ გუმბალიანმა მადლიერება გამოხატა თბილი  მიღებისათვის, შემდეგ მამა არარატმა და მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა საჩუქრები გაცვალეს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)