1geo

fb you od

ვლადიმერ სარიშვილის პოეზიის საღამო ოვანეს თუმანიანის სახლში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 10 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ     ცენტრში   გაიმართა პოეტისა და მთარგმნელის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის,  ლიტერატურის სფეროში ეროვნული და  საერთაშორისო ჯილდოების ლაურეატის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ვლადიმერ სარიშვილის შემოქმედებითი საღამო.1
ღონისძიებას დასწრებით პატივი დასდეს მუსიკოსმა ვაჟა აზარაშვილმა, პიანისტმა კარლო ჩუხრუხიძემ, ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა,  იგორ ნაგორნიმ, ნინელ მიქელაძემ, პაოლო ურუშაძემ, ინა ბეზირგანოვამ და სხვ.
საღამო მიეძღვნა ვლადიმერ სარიშვილის ლიტერატურული საქმიანობის 35 წლის იუბილეს. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა თუმანიანის სახლის სულიერმა ინსპექტორმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა, ვინც გაზი გაუსვა მსგავსი შემოქმედებითი საღამოების მნიშვნელობას   და ვლადიმერ სარიშვილს უსურვა    პოეტურ  და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წინსვლა და ახალი მწვერვალების დაპყრობა.  
ვლადიმერ სარიშვილს იუბილე მიულოცა  საქართველოს  მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ბაღათერ არაბულმა და მას გადასცა დიპლომი   "ქართული ლიტერატურის დესპანი".
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ვლადიმერ სარიშვილი   ხელმძღვანელობს საქართველოს მწერალთა კავშირის საერთაშორისო განყოფილებას, ამ პერიოდში მოეწყო უამრავი  ღონისძიება, 2რომლებიც მიეძღვნა ადგილობრივ და დიასპორის შემოქმედთა ნაწარმოებებს.  ერთ-ერთი მათგანი არის საქართველოს მწერალთა კავშირის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი    ორტომეული,     რომელიც მოიცავს ქართველი პოეტების რუსულად ნათარგმნ 150 ნაწარმოებს, რომელთა ნახევარზე მეტის  თარგმანი ვლადიმირ სარიშვილს ეკუთვნის.   ეს ორტომეული, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ქართველი, არამედ აფხაზი, ოსი, სომეხი, ბერძენი, ებრაელი, უკრაინელი და სხვა ერის3 წარმომადგენელთა ნაწარმოებებს, წლის ბოლომდე გამოქვეყნდება მოსკოვურ გამომცემლობაში  „ლიბრიკა“.    
პოეზიის საღამოზე წარმოადგინეს  ვლადიმერ სარიშვილის მიერ დაწერილი მონოგრაფია „ძაფით დაკავშირებული დრონი", რომელიც მან მიუძღვნა ტიციან ტაბიძის ოჯახს. მონოგრაფიის ერთ-ერთი     მნიშვნელოვანი პერსონაჟი ოვანეს თუმანიანი არის, ეს ნაწყვეტი საღამოზე წაიკითხა ავტორმა.  
საღამოს მიმდინარეობისას წაკითხულ იქნა ნიმუშები პოეტის წლების წინ დაწერილი პოეტური ნაწარმოებებიდან, მისი თარგმანები და გამოვიდნენ ავტორები.
ვლადიმერ სარიშვილის ნაწარმოებები  წაიკითხეს გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის მსახიობმა   ვალერი ხარიუტჩენკომ, პოეტებმა - პატრიცია დელომ, სილვა ქემერთელიძემ, დავით შემოქმედელმა, არტიომ კირაკოზოვმა, ალა ზენკო-ხერხეულიძემ. სომხურად შესრულებული თავისი თარგმანი წაიკითხა გისანე ჰოვსეფიანმა.  მუსიკალური ნომრები შეასრულეს პიანისტმა ესაი აბოვიანმა,    მევიოლინე მარიანა კირაკოზოვამ.
ცნობილმა მხატვარმა და მწერალმა რევაზ ადამიამ "ოვანეს თუმანიანის სახლს" აჩუქა პოეტის გრაფიკული პორტრეტი. საღამომ  ახალი გვერდი გადაშალა "ოვანეს თუმანიანის სახლის“ ქრონოლოგიაში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)