ქადის ფესტივალი ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ეზოში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
სომხური ეროვნული სტილით მორთულ სუფრაზე დაეწყო 50-ზე მეტი ლანგრით და კალათით მოტანილი ქადის სხვადასხვა სახეობა - ტკბილი, მარილიანი, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ღირსმა მღვდელმა არარატმა აკურთხა სომხური ქადა, ცენტრის დირექტორი კი მიესალმა დამსწრეებს, ასევე დასძინა, რომ ქადის ფესტივალს ასევე აქვს უგემრიელესი და ულამაზესი ქადის გამომცხობის გამოვლენის საიდუმლო, რისი პასუხისმგებლობა დაკისრებული ჰქონდა ჟიურის. ხალხური ტრადიციის ერთგულად, ქადებში ჩადებული იყო 15 ვერცხლის ჯვარი, რომლებიც უნდა შეხვედროდა მათ, ვინც დააგემოვნებდა ქადას, ჯვარი მათ მოუტანდა განსაკუთრებულ წარმატებას. და დაიწყო ეროვნული ქადით გამასპინძლება, ჩაითა და ყავით. ჟიურის გაუჭირდა რომელიმე ქადისთვის უპირატესობის მინიჭება, ვინაიდან ყველა ქადა განსაკუთრებულად გემრიელი და ლამაზი იყო, სიყვარულით და სიამოვნებით გამომცხვარი. ფესტივალი ლამაზი სიმღერითა და ცეკვით დაამშვენეს „ალექსანდრ მანთაშიანც“ ცენტრის მხატვრულმა ჯგუფებმა, მხიარული განწყობა შექმნეს და დაიმსახურეს მაყურებელთა მაღალი შეფასება. ბათუმელთათვის დღე იყო დაუვიწყარ და საზეიმო. |